18:15 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-04 22:31:13, 727 ნახვა

პოლიტიკა
შაკო კუჭაშვილს ფიზიკურად გაისწორდნენ

"მარო მაყაშვილის" საზოგადოების დამფუძნებელი ახალგაზრდა აქტივისტს შაკო კუჭაშვილს ფიზიკურად გაისწორდნენ. შემთხვევა გლდანის საოლქო კომისიის წინ მოხდა. 

ოპოზიციის მხარდამჭერებისგან, აქტივისტის გამორიდება პოლიციამ შეძლო. 

გუშინ, შაკო კუჭაშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ  „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები გლდანში, საარჩევნო უბნებზე პროვოკაციებს აწყობდნენ.
„31 ოქტომბერი გლდანისთვის აღმოჩნდა მართლაც ძალზე საინტერესო, ძალადობრივიც. ეს „ნაცმოძრაობის“ დამსახურებაა. ირაკლი ეძგვერაძე, მეტსახელად „ჭყიპინა“, რომელიც გლდანში ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტს წარმოადგენს, წინასაარჩევნო კამპანიის განმავლობაში აქტიურად ეწეოდა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების დაშინებას, სხვადასხვა გზით არჩევნებში მონაწილეობის ხელშეშლას. მან გლდანში 31 ოქტომბერს არაერთი პროვოკაცია მოაწყო, იდგა უბნებთან, იცოდა – ვინ იყო „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი და მათ აგინებდა, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა. ამან სიტუაცია მკვეთრად დაძაბა. მასთან ერთად, აქტიურად იყო ჩართული ჯაბა ზარასპაშვილი. „ნაცმოძრაობას“ სურს, ამ ადამიანების მონაწილეობით გლდანში სიტუაცია დაძაბოს. ჩვენ ზუსტად 1 თვის წინ „კვირას“ პრესკლუბში ვამბობდით, რომ ირაკლი ეძგვერაძე, ჯაბა ზარასაშვილი, კახა ალადაშვილი არიან ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, ეს არჩევნები არ იყოს მშვიდობიანი. სამწუხაროდ, მათ ეს 31 ოქტომბერს გამოუვიდათ. ჩვენი მიზანი გლდანში იყო ის, რომ არჩევნებში მაქსიმალურად მშვიდობიანი ყოფილიყო. ეს არ გამოვიდა მხოლოდ და მხოლოდ „ნაცმოძრაობისა“ და მათი კრიმინალური ავტორიტეტების გამო. ჩვენ გავქვს ინფორმაცია, რომ აპირებენ ჩვენს განეიტრალებას. საერთოდ არაფრის გვეშინია. მათ არაფრის თავი არ აქვთ, მოვიდნენ. ჩვენი მთავარი ამოცანაა ის, რომ გლდანში იყოს მშვიდობა, სტაბილურობა. რაც შეეხება მეორე ტურს: რატომ მოიხსნა და გადააგდო სამაჯური ნიკა მელიამ? იმიტომ, რომ ზუსტად იცის, მეორე ტურს ვერ მოიგებს. მისი ამოცანაა, დააკავონ და შემდეგ თქვან, რომ ეს პოლიტიკური დევნაა“, – განაცხადა კუჭაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სააპელაციომ თორნიკე თოშხუასა და მინდია შერვაშიძეს სასჯელი შეუმცირა
გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე შს მინისტრის ყოფილი მოადგილის, მერაბ მალანიას შვილი დააკავეს
IPI მოუწოდებს საქართველოს პროკურატურას, შეწყვიტოს ფორმულას წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიება
ანტვერპენში ხანძრის შედეგად სულ მცირე 5 ადამიანი გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics