18:15 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-04 15:10:23, 603 ნახვა

პოლიტიკა
ხმაური გლდანში - ნიკა მელიასა და პოლიციელს შორის დაპირისპირება მოხდა

გლდანში, სადაც გაერთიანებული ოპოზიცია და მათი მხარდამჭერები საპროტესტო მსვლელობას მართავენ, ნიკა მელიასა და ერთ-ერთ პოლიციელს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

კერძოდ, აქციაზე მელიამ ერთ-ერთი სამართალდამცავი იცნო და უთხრა, რომ არჩევნების დღეს გლდანში, როდესაც შეიარაღებული პირები გადაადგილდებოდნენ პოლიციას რეაგირება არ ჰქონდა.

„ეს ბატონი კრიმინალების შუაში იდგა ხმას არ იღებდა , იარაღიანი ადამიანები იყვნენ უბნებზე და ამაზე არანაირი რეაქცია არ ჰქონდა. ეხლა უნამუსოდ მეუბნება სათამაშო იარაღი ჰქონდაო, არსებობენ პოლიციის მაღალი თანამდებობის წარმომადგენლები, რომლებიც ჩვენი შვილების წინაშე უკვე დამნაშეები არიან“, - მიმართა მელიამ პოლიციელს.

პოლიციელის განცხადებით, კი აღნიშნულ ფაქტს შესაბამისი რეაგირება მოჰყვა და რამდენიმე პირი დააკავეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სააპელაციომ თორნიკე თოშხუასა და მინდია შერვაშიძეს სასჯელი შეუმცირა
გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე შს მინისტრის ყოფილი მოადგილის, მერაბ მალანიას შვილი დააკავეს
IPI მოუწოდებს საქართველოს პროკურატურას, შეწყვიტოს ფორმულას წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიება
ანტვერპენში ხანძრის შედეგად სულ მცირე 5 ადამიანი გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics