|
2020-11-04 11:49:12, 526 ნახვა
კომენტარი
თბილისის მერმა მოქალაქეებს საზოაგდოებრივ ტრანსპორტში უსაფრთხოების წესების დაცვისკენ მოუწოდა
თბილისის მერმა საზოგადოებრივ ტრანსპორტში პანდემიასთან დაკავშირებული უსაფრთოების ნორმების დაცვასთან დაკავშირებით დღევანდელ თბილისის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. კახა კალაძემ გასული დღის სტატისტიკური მონაცემები წარადგინა. „გუშინ, ავტობუსში ასვლას პირბადის გარეშე 1489 მგზავრი შეეცადა, რასაც შესაბამისი რეაგირება მოჰყვა. 1567 მგზავრს მიეცა გაფრთხილება პირბადის სწორად ტარებასთან დაკავშირებით, 2 შემთხვევაში საჭირო გახდა საპატრულო პოლიციის გამოძახება. 63 მოქალაქებს ჰქონდა მცდელობა ემგზავრა პირბადის გარეშე მიკროავტობუსში. გამოვლინდა 3 ფეხზე დგომით მგზავრობის შემთხვევა, მგზავრებს მიეცათ რეკომენდაცია, ხოლო ამ კონკრეტული მიკროავტობუსების მძღოლებს 2 დღით აეკრძალათ მუშაობა“, - განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერმა მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდა პირბადის ტარებისკენ. „მინდა კიდევ ერთხელ თხოვნით მივმართო ადამიანებს, ვინც ყოველდღიურად იყენებს საზოგადოებრივ ტრანსპორტს და მოვუწოდო პირბდის ტარებისკენ. ეს არის აუცილებლობა იმისთვის, რომ დავიცვათ საკუთარი და ირგვლივ მყოფი ადამიანების ჯანმრთელობა. დღეს ყველაზე ძლიერი საშუალება, ყველაზე ძლიერი შესაძლებლობა ვირუსის დაცვისგან არის პირბადის ტარება. ჩვენ, რა თქმა უნდა, ყოველდღიურ რეჟიმში გავაკონტროლებთ მგზავრებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)