03:18 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-03 14:44:38, 604 ნახვა

მსოფლიო
რადიკალმა ისლამისტებმა ვენაში 4 ადამიანი მოკლეს და 17 დაჭრეს

ვენის პოლიცია და ავსტრიის არმია ამ დრომდე ეძებს რამდენიმე ტერორისტს, რომლებმაც წუხელ ვენაში სისხლიანი ღამე მოაწყეს. როგორც ცნობილია, რამდენიმე თავდამსხმელი კლვავ მიმალულია. პოლიციის ცნობით, 4 ადამიანია დაღუპული და 17 დაშავებული.  ერთი ტერორისტი პოლიციამ რუპრეხტსკირხეს  წინ მოკლა.  საუბარია, 20 წლის მაკედონიელ ბიჭზე, ფეჯულაი კუჯტიმიზე, რომელიც   ISIS- ის მხარდამჭერია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით,  მას 2019 წლის 25 აპრილს სირიაში გამგზავრების მცდელობისათვის,22 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, თუმცა  იგი 2019 წლის  დეკემბერს  დასაწყისში გაათავისუფლეს.

რადიკალი ისლამისტი  ვენაში, ზიმერინგზე ცხოვრობდა. გამთენიისას პოლიცია მის სახლში შეიჭრა და ჩხრეკა ჩაატარა.
ავსტრიაში  3 დღიანი გლოვა გამოცხადდა. სახელმწიფო შენობებზე სამგლოვიარო დროშები აღმართეს.
ადგილობრივი ტელეკომპანიის ცნობით, ერთ-ერთმა დავდამსხმელმა შეტაკებების დროს მოქმედებაში მოიყვანა ასაფეთქებელი მოწყობილობა(შაჰიდის ქამარი).
შეგახსენებთ, რომ ვენაში შეტაკებები გვიან ღამით ექვს სხვადასხვა ლოკაციაზე მიმდინარეობდა.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics