04:23 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-03 13:11:33, 528 ნახვა

საზოგადოება
4 ნოემბრიდან 25 ნოემბრის ჩათვლით დიდ ქალაქებში სწავლა დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება

თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, თელავში, ზუგდიდში, ზესტაფონში, გორში, ფოთში, მარნეულსა და გარდაბანში სწავლის დისტანციური რეჟიმი შენარჩუნდება

საბჭოზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სწავლის დისტანციური რეჟიმი შენარჩუნდეს თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, თელავში, ზუგდიდში, ზესტაფონში, გორში, ფოთში, მარნეულში და გარდაბანში. ასევე, შეგახსენებთ, რომ აჭარაში სწავლა მიმდინარეობს დისტანციურ რეჟიმში, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა, უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მაია ცქიტიშვილმა, როგორც აღნიშნა ეს გადაწყვეტილება მიღებულია, მობილობის შემცირებისა და იმის გათვალისწინებით, რომ ბევრ დასახლებაში არჩევნების მეორე ტური ტარდება.

„გარდა ამისა სასწავლო პროცესის ნაწილში იცით ასევე, რომ 1500-მდე საარჩევნო უბანი იყო მოწყობილი ჩვენს სკოლებში და აქედან გამომდინარე, ჩვენ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე გადავიყვანეთ ეს სკოლები დისტანციურ რეჟიმში და ასევე, მოგეხსენებათ, რომ კიდევ სჭირდებოდათ რამდენიმე დღე არჩევნების ჩატარების შემდეგ, რათა იქ განახლებულიყო სწავლა. იმის გათვალისწინებით, რომ ასევე, ბევრ დასახლებაში ჩვენ კვლავ გვიწევს მეორე ტურების გამოყენება და აქედან გამომდინარე ასეულობით სკოლა იქნება ასევე,  გამოყენებული, როგორც საარჩევნო უბანი - აქედან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ მნიშვნელოვანია ასევე დიდ ქალაქებში მობილობის შემცირება ჩვენ დღეს საბჭოზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სწავლის დისტანციური რეჟიმი შენარჩუნდეს თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, თელავში, ზუგდიდში, ზესტაფონში, გორში, ფოთში, მარნეულში და გარდაბანში. ასევე, შეგახსენებთ, რომ აჭარაში სწავლა მიმდინარეობს დისტანციურ რეჟიმში. ჩვენ ვაგრძელებთ სწავლას დისტანციურ რეჟიმში უფროს კლასებში და რა თქმა უნდა უმაღლესი დაწესებულებები და პროფესიული სასწავლებლები ასევე აგრძელებენ იმ რეჟიმში რა რეჟიმითაც ისინი ფუნქციონირებენ დღემდე", -  განაცხადა მაია ცქიტიშვილმა. 





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics