|
2020-11-03 11:12:25, 1900 ნახვა
ომი უკრაინაში
კორონავირუსის 1 943 ახალი შემთხვევიდან 650 თბილისში, 506 აჭარაში და 324 იმერეთში გამოვლინდა
დღეის მდგომარეობით, 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 1 943 ახალი დადასტურებული შემთხვევა. პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდ 19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 44 522-ს შეადგენს. გამოჯანმრთელებული ადამიანების ზრდის კუთხით დღეის მდგომარეობითაც ვინარჩუნებთ პოზიტიურ დინამიკას. კერძოდ, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 1 833 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 28 633-მდე გაიზარდა. სამწუხაროდ, 24 საათში გარდაიცვალა 20 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 7 ადამიანი, აჭარაში - 5, იმერეთში - 6, შიდა ქართლში - 1, ხოლო მცხეთა-მთიანეთში - 1 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 362 გარდაცვალების შემთხვევა. დღეს გამოვლენილი 1 943 შემთხვევიდან, თბილისისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გადანაწილდა ასე: თბილისში გამოვლენილია 650 შემთხვევა, აჭარაში - 506, იმერეთში - 324, ქვემო ქართლში - 46, შიდა ქართლში- 100, გურიაში - 47, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 200, კახეთში - 23, მცხეთა-მთიანეთში - 39, სამცხე-ჯავახეთში - 4, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 4. ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 15 501. 4 253 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 092, აჭარაში - 699. მძიმე პაციენტი გვყავს 589, მათ შორის, თბილისში - 299, აჭარაში - 90. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 281 პირი - მათ შორის, თბილისში - 163, აჭარაში - 77. 2 264 ადამიანი არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 074 - აჭარაში, ხოლო 846 - თბილისში. 8 984 ადამიანი მკურნალობს ბინაზე. საკარანტინე სივრცეში გვყავს 3 080 პირი, მათ შორის, თბილისში - 621, აჭარაში-1 412. სულ 6 ოქტომბრიდან - 2 ნოემბრის პერიოდში, საზღვრიდან გადაყვანილია - 11 489 პირი. დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 28 267 ადამიანი, საიდანაც თბილისში არის 2 881 პირი, აჭარაში - 12 537, იმერეთში კი - 2 889.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)