03:15 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-03 10:13:44, 758 ნახვა

მსოფლიო
დღეს აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება

დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებში რიგით 59-ე საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება.

ამერიკელი ამომრჩეველი არჩევანს მოქმედ პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ყოფილ ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენს შორის გააკეთებს.

ამასთან, პრეზიდენტის გარდა, აშშ-ში 35 სენატორს, 435 კონგრესმენს, 11 შტატისა და ორი ტერიტორიის გუბერნატორებსა და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებსაც აირჩევენ.

BBC-ის ცნობით, 97-მა მილიონმა ამომრჩეველმა საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა, რადგან მათ ხმის მიცემის წინასწარი პროცედურით ისარგებლეს.

ამ დრომდე არსებული სოციოლოგიური კვლევების თანახმად, ჯო ბაიდენი დონალდ ტრამპს 8%-ით უსწრებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics