16:54 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-02 18:36:48, 687 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - ერთადერთი არალეგიტიმური მოვლენა საარჩევნო აგიტაციაში მიხეილ სააკაშვილის მონაწილეობა იყო

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ არჩევნებზე ნამდვილად დაფიქსირდა ერთი ფუნდამენტური არალეგიტიმური მოვლენა.

მისივე თქმით, ეს იყო საარჩევნო აგიტაციაში მიხეილ სააკაშვილის მონაწილეობა, რომელიც ერთდროულად ორ კონსტიტუციურ საარჩევნო ცენზს არ აკმაყოფილებს.

„ამ არჩევნებზე ნამდვილად დაფიქსირდა ერთი ფუნდამენტური არალეგიტიმური მოვლენა  -ეს იყო საარჩევნო აგიტაციაში მიხეილ სააკაშვილის მონაწილეობა, რომელიც ერთდროულად ორ კონსტიტუციურ საარჩევნო ცენზს არ აკმაყოფილებს. მეორე ადგილზე გასული პარტიის ლიდერად იმ პირის წარმოჩენა, რომელიც არ არის ქვეყნის მოქალაქე და რომელსაც შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა, საარჩევნო პრინციპების უხეში დარღვევაა.

ჩვენ წინასწარ ვაცხადებდით, რომ არჩევნების შემდეგ რადიკალური ოპოზიცია უსათუოდ ეცდებოდა დესტრუქციას. აშკარაა, რომ ხალხის მხარდაჭერის არქონის ფონზე, ისინი არჩევნებში საკუთარ შანსს ვერ ხედავენ. სწორედ ამიტომ, დესტრუქცია არის მათთვის ერთგვარი ხავსი, რომელსაც ისინი 2012 წლიდან ეჭიდებიან.

იგივე მიზეზით თქვეს მათ რამდენიმე თვის წინ უარი იმ საარჩევნო სისტემის მხარდაჭერაზე, რომელიც პარტიებს შორის საერთაშორისო პარტნიორების ძალისხმევით შეთანხმდა. ჩვენი პარტნიორების თვალთახედვით, ახალი, არსებითად პროპორციული სისტემა ნულოვანი საარჩევნო ბარიერით უნდა გახდეს მყარი საფუძველი საქართველოში მრავალპარტიული დემოკრატიის განვითარებისათვის. ჩვენ განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით ჩვენ მეგობარ 4 ელჩს, რომელთა ძალისხმევით დაძლეულ იქნა ჭარბი უმრავლესობის მრავალწლიანი პრობლემა და ახალ პარლამენტში შესვლის შესაძლებლობა 9 პოლიტიკურ პარტიას მიეცა. როგორც ხედავთ, ოპოზიცია საერთაშორისო პარტნიორების ამ ძალისხმევას როგორც მაშინ, საკონსტიტუციო ცვლილებებზე ხმის არმიცემით, ისე ახლაც უპასუხისმგებლოდ და უდიერად ეპყრობა.

გარდა ამისა, ოპოზიციის დღევანდელი განცხადებები ნიშნავს კაპიტულაციის გამოცხადებას მეორე ტურამდე. მათ კარგად იციან, რომ მეორე ტურში აგებენ ყველა არჩევნებს და მეორე მარცხის გაფორმებას ერიდებიან იმთავითვე.

ჩვენი პარტია და საარჩევნო შტაბი ხვალიდან იწყებს მზადებას არჩევნების მეორე ტურისთვის. ჩვენ დარწმუნებული ვართ ყველა საარჩევნო ოლქში დამაჯერებელ გამარჯვებაში”,  - განაცხადა კობახიძემ.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ზალუჟნიმ ზელენსკის პრეზიდენტობის კანდიდატად კენჭისყრის განზრახვის შესახებ აცნობა
გორში ტელე-რადიო კომპანია „თრიალეთის“ მხარდამჭერი აქცია გაიმართა
თიბისი სტუმრებს Tbilisi Open Air-ზე განსაკუთრებული შეთავაზებებით უმასპინძლებს
მდინარაძე ავალიანის საქმეზე დაზარებულებს მიმართავს - ნუ დავასწრებთ მოვლენებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics