00:13 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-02 15:13:17, 1303 ნახვა

„ლეიბორისტული პარტია“ პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს

„ლეიბორისტული პარტია“ პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს, - ამის შესახებ პარტიის ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგები არალეგიტიმურია და ასეთ პარლამენტში არა მხოლოდ ოპოზიცია, არამედ თავად მმართველი გუნდიც არ უნდა შევიდეს.

„ძვირფასო მეგობრებო, რუსეთის პრეზიდენტმა ჩვენი ქვეყნის მთავარმა ოკუპანტმა, პუტინმა, რუსი ოლიგარქის, ივანიშვილის მეშვეობით და ჩვენი ვაჭარი თანამემამულეების ხელით თავზე დაგვამხო ქვეყანა და საპარლამენტო არჩევნები. ამ კენჭისყრის შედეგბი არის არალეგიტიმური, უკანონო, ანტისახელმწიფოებრივი და ასეთი პარლამენტის შეკრება გახლავთ დაუშვებელი, იქ არა მარტო ოპოზიცია, არამედ „ქართული ოცნების“ წევრებიც არ უნდა შევიდნენ და მათმა მაჟორიტარებმაც უნდა თქვან უარი ე.წ მეორე ტურზე. უკვე დაწყეულია დიდი სახალხო პროტესტი და მოძრაობა, რომელიც აუცილებლად წალეკავს ოლიგარქის რეჟიმს“, - განაცხადა შავლა ნათელაშვილმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics