16:52 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-02 11:38:36, 700 ნახვა

პოლიტიკა
კაპანაძე - თუ ჩვენ მიგვაჩნია, რომ არჩევნები არალეგიტიმურია, მაშინ არანაირი მეორე ტურები არ უნდა იყოს

„ევროპული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, სერგი კაპანაძის თქმით, პარტია მიიჩნევს, რომ ეს არჩვნები არ არის ლეგიტიმური და ის არ გამოხატავს ხალხის ნებას.

კაპანაძემ აღნიშნა, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას, შევიდეს თუ არა პარტია პარლამენტში, დღეს 3 საათზე გამოაცხადებენ.

„ევროპულ საქართველოს“ არ მიაჩნია, რომ ეს არჩევნები არის ლეგიტიმური, ჩვენ არ მიგვაჩნია, რომ ამ არჩევნებმა გამოხატა ხალხის ნება, ამიტომ, ვიმოქმედებთ ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე პირველ რიგში, რაც პირველ რიგში ნიშნავს იმას, რომ დღეს გადაწყვეტილებას მივიღებთ იმასთან დაკავშირებით შევიდეთ თუ არა პარლამენტში.

ჩემი პირადი აზრია, რომ არ უნდა შევიდეთ, მაგრამ იმის გამო, რომ ჩვენთან ერთი ადამიანი არ წყვეტს არასოდეს და არის კოლეგიალური გადაწყვეტილება, ამაზე გვექნება დისკუსია და 3 საათზე გამოვაცხადებთ პოზიციას, რაც შეეხება დანარჩენს, დანარჩენი არის ბოლომდე იზოლაციაში და მარტო დატოვება ივანიშვილის. მან გადაწყვიტა, რომ არჩევნები გაეყალბებინა ამ ფორმით, ეძალადა გარეთ, მოესყიდა ხალხი და ამის შესაბამის შედეგებს მიიღებს როგორც პროტესტის სახით, ისე საერთაშორისო და შიდა იზოლაციის სახით.

მგონია, რომ გადაწყვეტილება მეორე ტურებზე არის საერთო ოპოზიციური გადაწყვეტილება, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ თუ ჩვენ მიგვაჩნია, რომ არჩევნები არალეგიტიმურია, მაშინ არანაირი მეორე ტურები არ უნდა იყოს. ჩემი პირადი აზრია  ეს ოღონდ და დანარჩენზე ვიმსჯელებთ პარტია, სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად“, - განაცხადა კაპანაძემ.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
გორში ტელე-რადიო კომპანია „თრიალეთის“ მხარდამჭერი აქცია გაიმართა
თიბისი სტუმრებს Tbilisi Open Air-ზე განსაკუთრებული შეთავაზებებით უმასპინძლებს
მდინარაძე ავალიანის საქმეზე დაზარებულებს მიმართავს - ნუ დავასწრებთ მოვლენებს
კუპრაძე - მოქალაქეებო კამერებით რუსული სპეცსამსახურები გვითვალთვალებენ, ეს ყველაფერი ივანიშვილის ანტიქართულმა რეჟიმმა აამოქმედა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics