|
2015-09-23 09:46:55, 360 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი ფრანგ კოლეგას ლორან ფაბიუსს შეხვდება
ვიცე-პრემიერი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დღეს თავის ფრანგ კოლეგას ლორან ფაბიუსს შეხვდება. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საფრანგეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო განვითარების მინისტრთან ლორან ფაბიუსთან შეხვედრაზე საუბარი შეეხება ორ ქვეყნის პარტნიორულ ურთიერთობას, თანამშრომლობის საკითხებს სხვადასხვა მიმართულებით; საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებს და ამ პროცესში საფრანგეთის შემდგომი მხარდაჭერის მნიშვნელობას, ასევე მხარეები მიმოიხილავენ რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებს. გიორგი კვირიკაშვილი საფრანგეთში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში საფრანგეთის მეწარმეთა გაერთიანებაში “MEDEF-International“ საქართველოს შესახებ პრეზენტაცია გაიმართება, რომელსაც საფრანგეთის ბიზნეს წრეების წარმომადგენლები დაესწრებიან. ვიცე-პრემიერის ვიზიტის ფარგლებში საფრანგეთის უმსხვილეს ბიზნესგაერთიანება „MEDEF International“-ში საქართველოს შესახებ პრეზენტაცია გაიმართება 22-23 სექტემბერს გიორგი კვირიკაშვილი სამუშაო ვიზიტით საფრანგეთის რესპუბლიკას ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში გიორგი კვირიკაშვილი საფრანგეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს ლორან ფაბიუსს შეხვდება. ასევე დაგეგმილია შეხვედრები საფრანგეთის ბიზნეს კონფედერაციის საერთაშორისო ორგანიზაცია „MEDEF International“-ში, სადაც მინისტრი შეხვდება ორგანიზაციის პრეზიდენტს ჟან ბიურელეს და საფრანგეთის ბიზნეს წრეების წარმომადგენლებს. „MEDEF International“-ში გაიმართება საქართველოს შესახებ პრეზენტაცია. ორგანიზაციის წევრებს მიაწვდიან ინფორმაციას საქართველოში გატარებული რეფორმების, ბიზნეს და საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ.საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ ჯანელიძე, საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთი ბოჭორიშვილი, საქართველოს საინვესტიციო სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი პერტაია და საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელი ირაკლი ასლანიშვილი. „MEDEF International“ საფრანგეთში მოქმედი მსხვილი არაკომერციული გაერთიანებაა, რომელიც საფრანგეთის ბიზნეს კონფედერაციის წევრ 800 ათასამდე კომპანიას აერთიანებს. ორგანიზაცია ხელს უწყობს მსოფლიო მასშტაბით ფრანგული კომპანიების მიერ ინვესტიციების განხორციელებას, საერთაშორისო ვაჭრობას, ნოუ-ჰაუს დანერგვას და წარმოადგენს მათ საერთაშორისო დონეზე.
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
უკრაინაში დაღუპული ბაჩო ბებია და დავით ღოღაძე სამშობლოში ჩამოასვენეს
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)