|
2020-11-01 12:04:39, 2130 ნახვა
თინა ბოკუჩავას განცხადებით, ცესკო-მ წინასწარი შედეგების გამოქვეყნება გააჭინაურა, რადგან მიმდინარეობდა გაყალბების პროცესი
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის თინა ბოკუჩავას განცხადებით, ცესკო-ს მხრიდან წინასწარი შედეგების გამოქვეყნება გაჭიანურდა, რადგან არჩევნების გაყალბების პროცესი მიმდინარეობდა. მისივე თქმით, დიდ ქალაქებში ყველაზე დამაჯერებლად გაიმარჯვა ოპოზიციამ. "გუშინ მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა არჩევნების წარმოუდგენელი გაყალბების პროცესი, რამაც გააჭინაურა უპრეცედენტოდ ცესკოს მხრიდან არჩევნების გამოცხადება. განსაკუთრებით ეს ხდებოდა დიდ ქალაქებში, იმიტომ რომ დიდ ქალაქებში ყველაზე დამაჯერებლად გაიმარჯვა ოპოზიციამ. მუდმივ კოორდინაციაში ვართ სხვა ოპოზიციურ პარტიებთან, ნახეთ, რომ კონსულტაციები გუშინ ღამევე აქტიურ რეჟიმში დაიწყო, დღეს ვაგრძელებთ ამ კონსულტაციებს. 4 საათზე, ყველა, მიუხედავად იმისა თუ რა არჩევანი გააკეთა ამ ადამიანმა გუშინ, როდესაც მხარი დაუჭირა რომელიმე ოპოზიციურ პარტიას, დღეს გამოვიდეს ქუჩაში, იმიტომ რომ ახლა უმთავრესია, რომ დავიცვათ ჩვენი არჩევანი", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)