03:21 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-23 10:15:34, 660 ნახვა

ეკონომიკა
პრემიერ-მინისტრი: ეკონომიკა ნომინალურ გამოხატულებაში 3 მილიარდზე მეტით გაიზრდება და 33,8 მილიარდ ლარს მიაღწევს

"2016 წლის ბიუჯეტი დაგეგმილია 3%-იანი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელზე, ხოლო ინფლაციის მაჩვენებელი გამოყენებული იქნება ეროვნული ბანკის პოლიტიკით განსაზღვრული მაჩვენებლის ფარგლებში - დაახლოებით 4,5%", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, ეკონომიკა ნომინალურ გამოხატულებაში 3 მილიარდ ლარზე მეტით გაიზრდება და 33,8 მილიარდ ლარს მიაღწევს.

დეტალურ ინფორმაციას 2016 წლის ბიუჯეტის შესახებ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ფინანსთა მინისტრი წარადგენს.

"დღეს ჩვენ უნდა მოსვიმონოთ ინფორმაცია ფინანსთა სამინისტროდან 2016 წლის ბიუჯეტის შესახებ.  ბიუჯეტი დაიგეგმა ეკონომიკის 3%-იანი ზრდის მაჩვენებელზე,  ხოლო ინფლაციის მაჩვენებელი  გამოყენებული იქნება ეროვნული ბანკის პოლიტიკით განსაზღვრული მაჩვენებლის ფარგლებში. ეს იქნება დაახლოებით,  4.5 %. ეკონომიკა ნომინალურ გამოხატულებაში 3 მილიარდ ლარზე მეტით გაიზრდება და 33.8 მლრდ ლარს მიაღწევს",-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ომს უკრაინის სრულ კაპიტულაციამდე გააგრძელებს.
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics