|
2020-10-31 15:59:16, 1528 ნახვა
ზაალ უდუმაშვილი - ხელისუფლება აგონიაშია, ჩვენ ისტორიული გამარჯვების წინაშე ვდგავართ
„ხელისუფლება აგონიაშია, ჩვენ ისტორიული გამარჯვების წინაშე ვდგავართ“ - ამის შესახებ პარტია „ენმ-ს“ ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, იზრდება იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც აცხადებენ, რომ არჩევნების გაყალბებაში მონაწილეობას არ მიიღებენ. "კარგად შეხედეთ ქართული ოცნების ზონდერებს და თქვენ ნათლად მიხვდებით რამდენად ცოტა დრო დარჩათ მათ ქვეყნის სათავეში ყოფნისთვის. იზრდება იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც აცხადებენ, რომ არ მიიღებენ იმ გაყალბებაში მონაწილეობას, რომელსაც „ქართული ოცნება“ ახორციელებს. იქმნება რიგები და ამას ხელოვნურად აკეთებენ, რათა შეაფერხონ ამომრჩევლების ნაკადი, მოვუწოდებთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას დროულად დაარეგულიროს ყველა პროცესი. წარმოგიდგენთ პატრულის თანამშრომელს ირაკლი ხულორდავას, რომელიც მივლენილია ზუგდიდის მეცხრე და მეცამეტე უბნებზე, ამომრჩეველზე ზეგავლენის მოსახდენად , პოლიციის მხრიდან არ არის შესაბამისი რეაგირება. მაგალითად გლდანში საარჩევნო უბანზე მობილიზებულები არიან სუსის ზონდერები, ეს ყველაფერი ადასტურებს იმას, რომ ხელისუფლება აგონიაში და ჩვენ ისტორიული გამარჯვების წინაშე ვდგავართ“, - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)