|
2020-10-31 10:45:22, 1867 ნახვა
გრიგოლ ვაშაძე - ხმა მივეცი ერის გაერთიანებას და ზიზღის დამთავრებას ქვეყანაში
პატიოსან სიტყვას გაძლევთ, ხმა მივეცი ერის გაერთიანებას და ზიზღის დამთავრებას ამ ქვეყანაში, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა გრიგოლ ვაშაძე საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, საქართველოს სჭირდება ეროვნული თანხმობა და კომპრომისი, რათა სწრაფად გაუმკლავდეს უზარმაზარ გამოწვევებს. „დღეს დილას 5 საათზე ჩამოვედი სამეგრელოდან და კიდევ ერთხელ ჩვენს ძმებს, ჩვენინ თანამებრძოლების ოჯახებს, ჩვენი გულწრფელი სამძიმარი ამ ტრაგედიის გამო. რაც შეეხება ხმის მიცემას, ტრივიალური გხდა აღმშენებლობას, განვითარებას და სხვა. პატიოსან სიტყვას გაძლევთ, ერის გაერთიანებას და ზიზღის დამთავრებას ამ ქვეყანაში. იმას, რომ მოსახლეობის 50% აღარასოდეს აღარ იყოს შიდა ემიგრაციაში და არ თვლიდეს ხელისუფლებას და სახელმწიფოს არათავისიანად. ხმა მივეცი იმას, რომ საქართველოს ეროვნული თანხმობა და კომპრომისი სჭირდება იმისათვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად გაუმკლავდეს უზარმაზარ გამოწვევებს, რომელიც ახლაც გვაქვს და კიდევ უფრო მეტი გვექნება 2024 წელს“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)