|
2020-10-31 10:06:29, 1892 ნახვა
პრემიერი - ვერავის წარმოუდგენია წარსულში დაბრუნება - ხმა მივეცი მომავალს
მე ხმა მივეცი დემოკრატიული ფასეულობების, სამართლიანობის, ეკონომიკურად ძლიერ ფუნდამენტზე აშენებულ ევროპულ-დასავლურ სახელმწიფოს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, ვერავის წარმოუდგენია წარსულში დაბრუნება და ხმა მისცა, მომავალს. „წინასაარჩევნო გარემო, კამპანია აკმაყოფილებდა ყველა სახის დემოკრატიულ მოთხოვნებს, შესაბამისად რა თქმა უნდა მე ხმა მივეცი დემოკრატიული ფასეულობების, სამართლიანობის, ეკონომიკურად ძლიერ ფუნდამენტზე აშენებულ ევროპუ-დასავლურ სახელმწიფოს. სახელმწიფოს და ადამიანებს, რომლებმაც იციან თავისუფლების, ღირსების ფასი და მივეცი ხმა ისეთ საქართევლოს, რომელიც დღეს ბევრად უკეთესია ვიდრე გუშინ და ხვალ იქნება უფრო უკეთესი, ვიდრე არის დღეს და, რა თქმა უნდა, ვერავის წარმოუდგენია წარსულში დაბრუნება. მომავალს მივეცი ხმა“, - განაცხადა პრემიერმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)