2020-10-29 18:10:56, 707 ნახვა
კომენტარი
„ნაციონალებმა ვერ გამაჩუმეს და თქვენც ვერ შემაშინებთ“ – „ტვ პირველის“ ჟურნალისტი ხელისუფლებას ფარულ მოსმენაში ადანაშაულებს
ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტი, ნატო გოგელია ხელისუფლებას ფარულ მოსმენაში ადანაშაულებს.
ამის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტმა სოციალურ ქსელში მას შემდეგ გაავრცელა, რაც "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ჟურნალისტისა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის სატელეფონო საუბრის შინაარსზე ისაუბრა.
„ის, რაც ზუსტად ვიცოდით, ის, რაზეც ვსაუბრობდით, დღეს პირდაპირ აღიარა პოლიტიკოსად წოდებულმა კაცმა! ამ აღიარების პარალელურად თქვა მტკნარი სიცრუე, რომ ჩემი და ბესო ქათამაძის საუბარი ვინმემ უამბო!.. იმ 9 წელში, როცა თქვენ ბუჩქებში იყავით, ნაციონალებმა ვერ გამაჩუმეს ვერაფრის ფასად! ვამბობდი იმას, რაც იყო! ახლა, როცა იმდროინდელი დამნაშავეებით გაავსეთ გუნდი, ვერ შემაშინებთ! ეს გამორიცხულია!“, - ვკითხულობთ ჟურნალისტის განცხადებაში.
ავტორი: ექსპრესნიუსი,