|
2020-10-29 13:42:22, 426 ნახვა
პოლიტიკა
ნათია თურნავა: ყველა ობიექტური კვლევა და ასევე, მოსახლეობის განწყობა ასახავს, რომ „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად იმარჯვებს არჩევნებში
„ჩვენ დარწმუნებულები ვართ და ამას ყველა ობიექტური კვლევა და ასევე, მოსახლეობის განწყობა ასახავს, რომ „ქართული ოცნება" დამაჯერებლად იმარჯვებს არჩევნების პირველივე ტურში და მოიპოვებს უმრავლესობას - ჩვენ ამაში აბსოლუტურად დარწმუნებულები ვართ!“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც სხვადასხვა ორგანიზაციების მიერ ჩატარებული წინასაარჩევნო კვლევების შეფასებას ეხებოდა. მინსიტრის თქმით, არჩევნებში გამარჯვების რწმენის საფუძველს ხელისუფლებას არამხოლოდ კვლევები აძლევს, არამედ ყოველდღიური შეხვედრები მოსახლეობასთან. „მე და ჩემი კოლეგები, პრემიერ-მინისტრი, ჩვენი გუნდის სხვა წევრები მუდმივად ვართ რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრებზე და ვხედავთ, რომ მოსახლეობა ხედავს გაკეთებულ საქმეებს, ხედავს, თუ ვინ არის პასუხისმგებლიანი ძალა და დარწმუნებულები ვართ, რომ კვლავაც მოგვანიჭებს ნდომის მანდატს“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა. რაც შეეხება ოპოზიციის განწყობებს, ნათია თურნავას შეფასებით, ეს სწორედ იმის გამოხატულებაა, რომ ოპოზიცია განწირულია წაგებისთვის. „მათ პრაქტიკულად, სხვა არაფერი რჩებათ, გარდა იმისა, რომ იფიქრონ ძალადობრივ სცენარებზე, რაც დამახასიათებელია რადიკალური ოპოზიციისთვის და აქედან გამომდინარე, არის ეს მზადება. რა თქმა უნდა, ეს იქნება აღკვეთილი ჩვენი მხრიდან. ყოვლად მიუღებელია, მოსახლეობას არ სჭირდება რევოლუციები!“, - განაცხადა მინისტრმა.
გორში ტელე-რადიო კომპანია „თრიალეთის“ მხარდამჭერი აქცია გაიმართა
თიბისი სტუმრებს Tbilisi Open Air-ზე განსაკუთრებული შეთავაზებებით უმასპინძლებს
მდინარაძე ავალიანის საქმეზე დაზარებულებს მიმართავს - ნუ დავასწრებთ მოვლენებს
კუპრაძე - მოქალაქეებო კამერებით რუსული სპეცსამსახურები გვითვალთვალებენ, ეს ყველაფერი ივანიშვილის ანტიქართულმა რეჟიმმა აამოქმედა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)