06:58 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-29 10:34:14, 396 ნახვა

საზოგადოება
გიორგი გახარია რთველზე - პანდემიის პირობებში ჩვენმა მევენახეებმა რეკორდული მოსავალი 277 ათასი ტონა ყურძენი ჩააბარეს

ორიოდე სიტყვით მინდა შევეხო რთველს, რომელიც დასრულდა. 30 წლის განმავლობაში, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ეს იყო რეკორდული მოსავალი 277 ათასი ტონა ჩაიბარეს ჩვენმა მეღვინეებმა მთავრობასთან და სახელმწიფოსთან ერთად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერ-მინისტრმა მოსავლის ჩაბარების პროცესის წარმატებით მიმდინარეობისთვის სოფლის მეურნეობის სამინისტროს და მინისტრს მადლობა გადაუხადა. 

„ეს იყო ერთ-ერთი საუკეთესო რთველი, ასევე გამოწვევებით  სავსე რთველი პანდემიის პირობებში, როდესაც ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ჩვენს მევენახეებს ჩვენს გლეხებს დავდგომოდით გვერდით.  ასევე ეფექტურად ჩაიარა რთველმა რაჭა-ლეჩხუმშიც, სადაც ასევე იყო რეკორდული მოსავალი 1 400 ტონამდე სხვადასხვა ჯიშის ყურძენი იყო ჩაბარებული. მინდა გითხრათ, რომ ასევე ეფექტურად იყო ჩატარებული, როგორც ატმის, ასევე ვაშლის მოსავალი, რომელიც ახლა მიმდინარეობს და მინდა მადლობა გადავუხადო სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ბატონ ლევან დავითაშვილს", - განაცხადა გიორგი გახარიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics