08:27 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-28 10:59:41, 437 ნახვა

საზოგადოება
პრემიერი - ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველს გვაძლევს გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა, რომელმაც დღეს 2 000-ს გადააჭარბა

დღეს, ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველს გვაძლევს ჩვენი გამოჯანმრთელებული  მოქალაქეების რაოდენობის ზრდა. დღეს, ამ ციფრმა 2 000-ს გადააჭარბა,  -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, პროცესი სრულად მართვადია, ეფექტურად მუშაობს კლინიკური მართვის ახალი მოდელი და ექიმები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ უკვე საკმაოდ დიდი რაოდენობის ინფიცირებულების პირობებში, მართონ ეს პროცესი შეუფერხებლად.

„სამწუხაროდ, ყველა ვხედავთ, რომ მსოფლიოში, განსაკუთრებით ევროპაში, ინფიცირებულების რაოდენობა იზრდება. ჩვენს ქვეყანაშიც, ინფიცირებულების რაოდენობა ყოველდღიურად გვეზრდება, თუმცა 1 მლნ მოსახლეზე, სხვებთან შედარებით, ევროპის ფარგლებში, ასე თუ ისე, ნორმალურად გამოვიყურებით, თუმცა ეს არ არის დამშვიდების საფუძველი. დღეს, ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველს გვაძლევს ჩვენი გამოჯანმრთელებული  მოქალაქეების რაოდენობის ზრდა. დღეს, ამ ციფრმა 2 000-ს გადააჭარბა. მე, კიდევ ერთხელ შემიძლია ხაზგასმით აღვნიშნო, რომ პროცესი სრულად მართვადია, ეფექტურად მუშაობს კლინიკური მართვის ახალი მოდელი და ექიმები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ უკვე საკმაოდ დიდი რაოდენობის ინფიცირებულების პირობებში, მართონ ეს პროცესი შეუფერხებლად", -  აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

როგორც გიორგი გახარიამ განაცხადა, წერტილოვანი შეზღუდვების სტრატეგია გრძელდება და აქვე ხაზი გაუსვა, რომ პირდაპირი კავშირია პირბადის ეფექტურ ტარებასა და წერტილოვანი შეზღუდვების საჭიროებასთან.

„ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი წერტილოვანი შეზღუდვების სტრატეგიას, მაგრამ ყველამ კარგად უნდა გავითვალისწინოთ ერთი რამ, რომ პირბადეების ტარება და დისტანცია არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, უნდა ვატაროთ პირბადე უკვე ყველგან, როგორც დახურულ, ასევე ღია სივრცეებში და პირდაპირი კავშირია პირბადის ეფექტურ ტარებასა და წერტილოვანი შეზღუდვების საჭიროებასთან -  რაც უფრო მეტი ჩვენი მოქალაქე ატარებს პირბადეს, მით უფრო ნაკლები აუცილებლობა იქნება წერტილოვანი შეზღუდვების და ეს, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს", -  განაცხადა მთავრობის მეთაურმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics