|
2020-10-27 16:48:40, 1458 ნახვა
ომი უკრაინაში
ამირან გამყრელიძე - დღეისთვის 1678 სამედიცინო პერსონალი გვყავს ინფიცირებული, რაც საერთო ინფიცირებულთა 5.2%-ია
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში დღეისთვის 1678 სამედიცინო პერსონალია ინფიცირებული, რაც საერთო ინფიცირებულთა 5.2%-ია. მისი თქმით, სამედიცინო პერსონალის წარმომადგენლები ინფიცირდებიან არა მხოლოდ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, არამედ ოჯახურ პირობებშიც. „სამწუხაროდ, საკმაოდ ინტენსიურად ინფიცირდება ჩვენი კოლეგა სამედიცინო პერსონალი, ასეთი დღეის დილისთვის გვყავდა 90. ჩვენ სამედიცინო პერსონალი ყველაზე მოწყვლადი ფენა ვართ მოსახლეობის და ამიტომ, ინფიცირების მაჩვენებელი მზარდია სამედიცინო პერსონალში. ეს არ არის მხოლოდ საქართველოსთვის დამახასიათებელი და ყველგან ასეა. როდესაც გაზაფხულზე შემთხვევათა რაოდენობა შედარებით ცოტა იყო, გვყავდა 140-მდე სამედიცნო პერსონალი ინფიცირებული, რომელიც საერთო ინფიცრებულთა 12-13%-ს შორის მერყეობდა, დღეისთვის ჩვენ გვყავს 1678 სამედიცინო პერსონალი ინფიცირებული რაც შეადგენს საერთო ინფიცირებულთა 5.2%-ს. აბსოლუტურ რიცხვში, რა თქმა უნდა, გაზრდილია ჩემი კოლეგა ექიმების ინფიცირების რიცხვი, მაგრამ შეფარდებითი მაჩვენებელი შემცირებულია. აქ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ ჩვენი კოლეგები ინფიცირდებიან არა მარტო სამუშაო პირობებში, არამედ საყოფაცხოვრებო, ოჯახურ პირობებშიც, როდესაც გვაქვს ინტენსიური შიდა გავრცელება ქვეყანაში ინფექციის. ამიტომ, აქ მოულოდნელი არაფერია, მაგრა დიდი ყურადღება უნდა ექცეოდეს ინფექციის კონტროლს სამედიცინო დაწესებულებებში, რათა დავიცვათ მაქსიმალურად სამედიცინო პერსონალი“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)