08:27 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-26 13:53:19, 616 ნახვა

საზოგადოება
თბილისის მერია პანდემიით დაზარალებული მოქალაქეებისთვის გადამზადებისა და დასაქმების ხელშეწყობის პროგრამას იწყებს

დედაქალაქის მერია პანდემიით დაზარალებული მოქალაქეების გადამზადებისა და დასაქმების ხელშეწყობის პროგრამას იწყებს, რომელიც საზოგადოებას დღეს თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაიამ წარუდგინა.

პროგრამა ითვალისწინებს იმ მოქალაქეების პროფესიულ სწავლებას და დასაქმების ხელშეწყობას, რომლებმაც პანდემიის პერიოდში სამსახური დაკარგეს.

დაინტერესებულ პირებს 26 ოქტომბრიდან 10 ნოემბრის ჩათვლით შეეძლებათ ონლაინ რეგისტრაცია ვებგვერდზე www.dasakmdi.ge  

სწავლება სახელმწიფო პროფესიული კოლეჯების ბაზაზე წარიმართება და 15 ნოემბრიდან დაიწყება. მოკლევადიანი სასწავლო პროგრამების ხანგრძლივობაა 2 თვე.

პროგრამის ფარგლებში „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი, კოლეჯი „იკაროსი“, კოლეჯი „მერმისი“ და კოლეჯი „სპექტრი“ 30-ზე მეტი მიმართულებით ასწავლიან. მათ შორის, სამშენებლო, საინჟინრო, დიზაინის, სურსათის, ინფორმაციული ტექნოლოგიების და ტრანსპორტის სფეროში.

პროგრამაში მონაწილეობა შეეძლება მინიმუმ 18 წლის მოქალაქეს, რომელიც თბილისშია რეგისტრირებული და წარმოადგენს პანდემიის პერიოდში სამსახურიდან გათავისუფლების ცნობას ან ამავე პერიოდში, სახელმწიფოს მიერ გაცემული ფინანსური დახმარების ცნობას.

ვებგვერდი www.dasakmdi.ge გარდა საინფორმაციო უზრუნველყოფისა, შეასრულებს საკომუნიკაციო და საკოორდინაციო ფუნქციას  კერძო სექტორს, მუნიციპალიტეტს, პროფესიულ სასწავლებლებსა და დასაქმების მსურველ მოქალაქეებს შორის.

გარდა რეგისტრაციისა, მოქალაქეები ვებგვერდზე მიიღებენ ინფორმაციას პროგრამის შესახებ, გაეცნობიან მოთხოვნად სპეციალობებს და საშუალო ანაზღაურებას.

ამავე ვებგვერდზე კერძო სექტორი შეძლებს სხვადასხვა სპეციალობის კადრებზე მოთხოვნის დაფიქსირებას.

მუნიციპალიტეტს და პროფესიულ სასწავლებლებს ექნებათ მუდმავად განახლებადი ინფორმაცია კერძო სექტორის მხრიდან მოთხოვნად სპეციალობებზე, ასევე,  პოტენციური პარტნიორი კომპანიების ბაზა, რაც ხელს შეუწყობს პრიორიტეტული სასწავლო მიმართულებების დაგეგმვას, ასევე  კერძო სექტორის ჩართვას  უშუალოდ გადამზადების პროცესში. 2021 წლიდან დაგეგმილია პროგრამის მასშტაბების გაზრდა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics