08:26 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-25 20:52:23, 463 ნახვა

საზოგადოება
დიდ დიღომში ანბანის ინსტალაციის მიმდებარე ტერიტორიაზე დასასვენებელი სივრცე მოეწყო

დიდ დიღომში, „გუდვილის“ მიმდებარედ, ე.წ. ანბანის ინსტალაცია განახლდა, ხოლო მიმდებარე ტერიტორიაზე დასასვენებელი სივრცე მოეწყო.

კეთილმოწყობილი სივრცე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ საბურთალოს რაიონის გამგებელ გაიოზ ვასაძესთან და თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატთან ავთანდილ ცინცაძესთან ერთად დაათვალიერა.

„აქ რამდენიმესართულიანი შენობა უნდა აშენებულიყო. კერძო პირს ჰქონდა ნაყიდი ტერიტორია, სადაც სკვერი უნდა ყოფილიყო და ფაქტობრივად, მშენებლობა დაწყებული იყო. შეიძლება ითქვას, რომ ბეწვზე მოვუსწარით. ადგილობრივ მოსახლეობას მივეცით პირობა, რომ ადგილმონაცვლეობას გავაკეთებდით და სკვერს განახლებულს, რეაბილიტირებულს დავუბრუნებდით. თქვენ ხედავთ, რამდენად კარგი პროექტია. ჩვენ დავპირდით მოსახლეობას, რომ სპორტული მოედნების, სკვერების და რეკრეაციული სივრცეების ხარჯზე არ და ვერ განხორციელდება მშენებლობები. ეს არის ძალიან პრინციპული. დიდ დიღომს კი კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცე შეემატა“,  - განაცხადა კახა კალაძემ.

ტერიტორია, სადაც სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოები ჩატარდა, 3800 კვადრატულ მეტრ ფართობს მოიცავს. გარდა ანბანის რესტავრაციისა, მოეწყო ლედ განათების ქსელი, საფეხმავლო ბილიკები და სკამები, ასევე, ჩატარდა გამწვანების სამუშაოები.

პროექტი, საბურთალოს გამგეობის დაკვეთით, კომპანიამ „გრინსერვის+“ განახორციელა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 314 887 ლარი დაიხარჯა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics