13:25 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-24 19:15:59, 559 ნახვა

პოლიტიკა
ცეზარ ჩოჩელი დუშეთის მოსახლეობას შეხვდა - გამარჯვებისთვის ვარ განწყობილი - ვიდეო

მცხეთა-თიანეთი, დუშეთისა და ყაზბეგის მაჟორიტარობის კანდიდატი გაერთიანებული ოპოზიციიდან, ცეზარ ჩოჩელი, დუშეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას შეხვდა. 
ამასთან ჩოჩელი დუშეთის მუნიციპალიტეტის 12 სოფლის მოსახლეობას დღეს არსებულ პრობლემებზე ესაბრა.
კანდიდატმა შეხვედრა დუშეთის ცენტრში ადგილობრივებთან გამართა. როგორც ადგილობრივებმა აღნიშნეს, სასმელი წყალი კვლავ მოუგვარებელი პრობლემაა, ხოლო ინფრასტრუქტურა კვლავ მოუწესრიგებელია.
დუშელები ცეზარ ჩოჩელს დაპირდნენ, რომ მას მხარდაჭერა ექნებოდა, რადგან მისი გუბერნატორობის პერიოდში დუშეთში ბევრი პროექტი განხორციელდა.

„განწყობა გვაქვს ძალიან კარგი, არჩევნებზე ყველა მოვა, ხუთიანს შემოხაზავს, ცეზარ ჩოჩელს შემოხაზავს და სააკაშვილს ენაცვალოს ჩემი სიცოცხლე.
მალე ჩამოვიდეს, 2011 წელში მისი ნაჩუქარი მაისური დღემდე მაცვია. თვალის ჩინივით ვუფრთხილდები, ის იყო ნამდვილი კაცი, მან წამოგვწია წინ. ცეზარ ჩოჩელმა დუშეთი თვალებში გამოახედა, გზა არ იყო, გაზი არ იყო, შუქი არ იყო. ამ კაცმა თქვა და გააკეთა, ჩემს ქუჩაზე გზა არასოდეს ყოფილა, რიკინაბეტონის გზა გააკეთეს, ასწლიანი გზაა. “ , - განაცხადა დუშეთის მცხოვრებმა „ექსპრესნიუსთან“ საუბრისას.

დეპუტატობის კანდიდატი, გამარჯვებისთვისაა განწყობილი და ამბობს, რომ დაშინების მიუხედავად შეხვედრებზე ბევრი ხალხი მოდის.

„აქ ხალხი უფრო გაბედული გამოდგა და გამოვიდა შეკრებაზე, თუმცა პრობლემები აქაც იგივეა.
აქ იგრძნობა 2012 წლის შემდეგ გაჩერებული პროექტების სიმრავლე. 2012-ში გზა სადაც გაჩერდა ახლაც იქაა, წყალი სადამდეც იყო დღესაც ისე, სკოლები, რომლებიც გასარემონტებელი იყო დღესაც გასარემონტებელია.დამრჩა განცდა, რომ აქ ცხოვრება იყო გაყინული. 
საბოლოო ჯამში კმაყოფილი ვარ შეხვედრებით, ძალიან ბევრი ადამიანი გამოვიდა შეხვედრაზე, მიუხედავათ იმისა, რომ იყო მცდელობები, რომ ეს ადამიანები შეხვედრაზე არ გამოსულიყვნენ“, - განაცხადა ცეზარ ჩოჩელმა.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თამარ კეკენაძე – არ გვაქვს მოლოდინი, რომ მოძალადე დეპუტატებს თავად „ოცნების“ მოძალადე სისტემა დასჯის
ივანიშვილის დეპუტატი ხამენეის დაკრძალვაზე ჩასვლაზე - რეგიონის ლიდერები ერთად დაესწრებიან ცერემონიალს და ამაში უცნაურს ვერაფერს ვხედავ
არასრულწლოვნების ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს- ბავშვებს მათხოვრობას აიძულებდნენ
2026 წლის I კვარტალში ევროკავშირი საქართველოს 2 060 მოქალაქეს დაატოვებინეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics