18:26 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-24 17:14:23, 550 ნახვა

კომენტარი
ეკატერინე ტიკარაძე - მნიშვნელოვანია არა საწოლფონდი, არამედ საექიმო რესურსი, რომელიც ლიმიტირებულია

მნიშვნელოვანია არა საწოლფონდი ან სასუნთქი აპარატები, არამედ საექიმო რესურსი, რომელიც ლიმიტირებულია, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მანვე მოუწოდა საზოგადოებას, რომ დაიცვან ეპიდემიოლოგებისა და ჯანდაცვის სამინისტროსგან მოწოდებული ყველა რეგულაცია.

„ჯანდაცვის სექტორი არის მაქსიმალურად მომზადებული, მაგრამ ამასთან დაკავშირებითაც მუდმივად ვაკეთებ კომენტარს, რომ მნიშვნელოვანია არა საწოლფონდი და სასუნთქი აპარატი, არამედ მნიშვნელოვანია ჩვენი საექიმო რესურსი, რომელიც არის ლიმიტირებული, აქედან გამომდინარე, სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და დავიცვათ ის ზომები, რომელიც მოწოდებულია პანდემიის პერიოდში.

ჩვენ მოვუწოდებთ მოქალაქეებს, რომ დაიცვან ყველა ის წესი, რომელიც მოწოდებულია ეპიდემიოლოგებისა და ჯანდაცვის სექტორის მხრიდან“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ნიკა გვარამია: ჩვენ სრული გეოპოლიტიკური კატასტროფის წინაშე ვდგავართ
არაღჩი: თეირანი გააგრძელებს მონაწილეობას პაკისტანის მიერ წარმოებულ მედიაციის ძალისხმევაში
POG: მუქარის განხორციელების ფაქტზე ლაზარე გრიგორიადისს ბრალდება წარედგინა
ვაშინგტონმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქებას არ გააგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics