13:25 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-24 14:22:49, 780 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ოქრუაშვილი - ერთმა ადამიანმა, ბატონმა ივანიშვილმა, გადაწყვიტა მთელი ჩვენი ქვეყნის დაპრივატება და ჯიბეში ჩადება

„ერთმა ადამიანმა, ბატონმა ივანიშვილმა გადაწყვიტა მთელი ჩვენი ქვეყნის დაპრივატება და ჯიბეში ჩადება“, -  ამის შესახებ „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერმა, ირაკლი ოქრუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ასევე ერთმა ადამიანმა გადაწყვიტა, რომ სასამართლო და ქვეყანაც მას ეკუთვნის.

„სულ სხვა საქართველოში გავიღვიძებთ პირველ ნოემბერს. ერთმა ადამიანმა, ბატონმა ივანიშვილმა გადაწყვიტა მთელი ჩვენი ქვეყნის დაპრივატება და ჯიბეში ჩადება, ჩვენი სახელმწიფოებრივობის დასუსტება კრიმინალთან ხელშეკრულების დადება და მათთვის ხელისუფლების გაყოფა, სიღარიბის გაზრდა, ჩვენი ადამიანების ქვეყნიდან გამგზავრება ლუკმა-პურის საშოვნელად.

ასევე ერთმა ადამიანმა გადაწყვიტა, რომ სასამართლოს მას ეკუთვნის, ქვეყანაც და პოლიტიკური პარტიებიც მას უნდა ეკუთვნოდეს და რასაც იტყვის აპრიორად უნდა ვიღბდეთ“, - განაცხადა ოქრუაშვილმა.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
თამარ კეკენაძე – არ გვაქვს მოლოდინი, რომ მოძალადე დეპუტატებს თავად „ოცნების“ მოძალადე სისტემა დასჯის
ივანიშვილის დეპუტატი ხამენეის დაკრძალვაზე ჩასვლაზე - რეგიონის ლიდერები ერთად დაესწრებიან ცერემონიალს და ამაში უცნაურს ვერაფერს ვხედავ
არასრულწლოვნების ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს- ბავშვებს მათხოვრობას აიძულებდნენ
2026 წლის I კვარტალში ევროკავშირი საქართველოს 2 060 მოქალაქეს დაატოვებინეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics