2020-10-24 13:24:46, 683 ნახვა
კომენტარი
თემურ ხვიბლიანის განცხადებით, დავით ხვიბლიანი „საქართველოს ბანკში“ ხელფასის ასაღებად მივიდა
თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა, თემურ ხვიბლიანმა განაცხადა, რომ დავით ხვიბლიანი „საქართველოს ბანკში“ ხელფასის ასაღებად მივიდა.
მაშინ, როდესაც დავით ხვიბლიანი ზუგდიდის ფილიალში იმყოფებოდა ბანკში თავდამსხმელი შეიჭრა და ხვიბლიანი მძევალთა შორის აღმოჩნდა.
„მეამაყება დავით ხვიაბლიანი იქიდან გამომდინარე, რომ სრულიად შემთხვევით აღმოჩნდა ბანკში, არ იმყოფებოდა თვითდათხოვნაში, იმყოფებოდა დისტანციურ რეჟიმზე, რომელმაც მიიღო სმს შეტყობინება ხელფასის ჩარიცხვაზე ადგა ჩავიდა ბანკში, შევარდა მძარცველი და მოყვა ამ მძევალთა რიგებში. სხვათა შორის დავით ხვიბლიანის დიდი დამსახურებაა, რომ მძევლები უვნებლად გამოვიდნენ ტერიტორიიდან“, - განაცხადა თემურ ხვიბლიანმა.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან