|
2020-10-23 12:44:09, 418 ნახვა
პოლიტიკა
ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს მთავრობას მდინარეთა სააუზო მართვის გეგმების სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების პრაქტიკის დანერგვაში
საქართველოს წყლის რესურსების მართვაში ჩართულმა უწყებებმა და დაინტერესებულმა პირებმა ალაზანი-ივრის სააუზო მართვის გეგმის პროექტის სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების (სგშ) პილოტური პროექტის შედეგები განიხილეს. შეხვედრის მონაწილეები ალაზანი-ივრის სააუზო მართვის გეგმის პროექტის ძირითადი მახასიათებლებისა და თავისებურებების შესახებ ინფორმაციას გაეცნენ; პროექტის გუნდმა წარმოადგინა ალაზანი-ივრის სააუზო მართვის გეგმის სგშ-ს მთავარი მიგნებები და დასკვნები; შეხვედრების მონაწილეებმა განიხილეს სგშ-ს ანგარიში და პროექტის გუნდს საკუთარი მოსაზრებები გაუზიარეს. შეხვედრას შესაბამისი სახელმწიფო უწყებების, საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების, არასამთავრობო ორგანიზაციების, ექსპერტებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების 40-ზე მეტი წარმომადგენელი ესწრებოდა. მონაწილეებს სიტყვით მიმართეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა, ევროკავშირის წარმომადგენლობის კავშირის, ენერგიის, გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების ჯგუფის ხელმძღვანელმა, ალექსანდრე დარასმა და ევროპისათვის გაეროს ეკონომიკური კომისიის (UNECE) გარემოსდაცვითი საკითხების ოფიცერმა, ალიშერ მამაჯანოვმა. პილოტური პროექტი ინიცირებულ იქნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წინადადების საფუძველზე. პროექტი ხორციელდება ევროკავშირის დახმარებით და გაეროს ეკონომიკური კომისია ევროპისათვის (UNECE) ხელმძღვანელობით ევროკავშირის პროექტის „წყლის ინიციატივა პლუსი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის“ (EUWI+) ფარგლებში. არასამთავრობო ორგანიზაცია Georgia’s Environmental Outlook – GEO ადგილობრივი პარტნიორია, რომელიც უზრუნველყოფს პროექტის განხორციელების მხარდაჭერას. სგშ-ს პილოტური პროექტის მთავარი მიზანია, ხელი შეუწყოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაძლებლობების გაძლიერებას მდინარეთა სააუზო მართვის გეგმების სგშ-ს ჩატარების საქმეში საქართველოს მთავრობის იმ გეგმის გათვალისწინებით, რომელიც ითვალისწინებს მდინარეთა სააუზო მართვის მიდგომაზე გადასვლას.
თამარ კეკენაძე – არ გვაქვს მოლოდინი, რომ მოძალადე დეპუტატებს თავად „ოცნების“ მოძალადე სისტემა დასჯის
ივანიშვილის დეპუტატი ხამენეის დაკრძალვაზე ჩასვლაზე - რეგიონის ლიდერები ერთად დაესწრებიან ცერემონიალს და ამაში უცნაურს ვერაფერს ვხედავ
არასრულწლოვნების ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს- ბავშვებს მათხოვრობას აიძულებდნენ
2026 წლის I კვარტალში ევროკავშირი საქართველოს 2 060 მოქალაქეს დაატოვებინეს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)