|
2020-10-22 17:51:36, 425 ნახვა
კომენტარი
ლევან დავითაშვილი: როდესაც გარემოს სამრეწველო დაბინძურება ემატება, საცხოვრებელი პირობები მძიმდება
დღეს, საქართველოს მთავრობამ რუსთავის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების სამოქმედო გეგმა დაამტკიცა. სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვლის განცხადებით, გარემოს ძირითადი დამაბინძურებელი არის უმცირესი მყარი ნაწილაკები, ე.წ. PM10 და PM2.5, ის რასაც ჩვენ მტვერს ვუწოდებთ და რაც არსებულ ნორმებს მნიშვნელოვნად აჭარბებს ზოგიერთ სამრეწველო უბანში. მისივე თქმით, ხშირია ტრანსსასაზღვრო დაბინძურებები ქალაქ რუსთავში და მთლიანად საქართველოს ტერიტორიაზე. როდესაც ამას სამრეწველო დაბინძურება ემატება, საცხოვრებელი პირობები მძიმდება. „ამიტომ, კომპლექსური იყო სამუშაო პროცესი, რომელიც მიმდინარეობდა 1 წლის განმავლობაში. წლის დასაწყისში, თებერვალში შევქმენით სამუშაო ჯგუფი, რომელშიც აქტივისტებიც მოძრაობიდან „გავიგუდე“ იყვნენ ჩართული. რუსთავის მოსახლეობასთან, ასევე, ბიზნესსექტორთან და მუნიციპალიტეტთან მჭიდრო თანამშრომლობით შემუშავდა გეგმა, რომელიც გულისხმობს, დაახლოებით, 63 მილიონ ინვესტიციას სახელმწიფოს მხრიდან და რომელიც 2021 – 2022 წლებში უნდა დაიხარჯოს იმისთვის, რომ ქალაქში შეიქმნას შესაბამისად ახალი მწვანე ინფრასტრუქტურა. ეს მოიცავს როგორც ეკობილიკებს, ფეხით სავალ სივრცეებს, არსებული პარკების გაუმჯობესებას, გამწვანებას, ველობილიკების შექმნას ქალაქში და ბევრ სხვა მიმართულებას, რომელიც კომპლექსურად იქნება გეგმის ნაწილი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების კუთხით”, - განაცხადა დავითაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)