|
2020-10-22 15:20:00, 1809 ნახვა
ომი უკრაინაში
ამირან გამყრელიძე - კორონავირუსთან ერთად ცხოვრება კიდევ კარგახანს, სულ მცირე წელიწად-ნახევარი მოგვიწევს
კოვიდთან ერთად ცხოვრება კიდევ კარგახანს, სულ მცირე წელიწადი, წელიწად-ნახევარი მოგვიწევს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში, ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, ერთადერთი ეფექტური საშუალება კორონავირუსთან საბრძოლელად არის პირბადე, „კოვიდთან დაკავშირებით მე კვლავ გავამახვილებ ყურადღებას, უნდა ველოდოთ, რომ ზრდა იქნება, რადგან ეს ტენდენცია გლობალურია და მარტო საქართველო ამას შევაჩერებთ, ამიტომ სლოგანი რომ უნდა ვიცხოვროთ კიდევ კარგა ხანს კოვიდთან ერთად, ხშირად მეკითხებიან რა არის კარგახანს და ჩემი პასუხია, სულ მცირე წელიწადი, წელიწად-ნახევარი და უნდა მივეჩვიოთ, რომ ამ ხნის განმავლობაში პირბადე გახდება ჩვენი ცხოვრების ისეთივე ატრიბუტი, როგორიც ცხვირსახოცია, რადგან ჯერჯერობით პირბადეზე უკეთესი დამცველობითი მეთოდი ვერ გამოიგონა მედიცინამ, იცით სერიოზული პროგრესია ვაქცინების კვლევებში, გარკეულ წამლებთან მიმართებაში, მაგრამ ჯერ არც ერთი დამტკიცებული არ არის და არც ერთის ეფექტურობა ცნობილი არ არის, ეფექტურობა ცნობილია პირბადის“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)