23:20 - 09 Jun, 2026
|
2020-10-22 10:52:11, 707 ნახვა
ომი უკრაინაში
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს კორონავირუსი დაუდასტურდა
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს, რამაზ ჩხიკვაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ჩხიკვაძემ ინფორმაცია სოციალურ ქსელში თავად გაავრცელა. „კოვიდინფიცირებულთა რიგები ჩემი სახით კიდევ ერთით გაიზარდა. გავუფრთხილდეთ ერთმანეთს! ჯანმრთელობას გისურვებთ !“, - წერს ჩხიკვაძე. როგორც „ექსპრესნიუსს“ქუთაისის საკრებულოში განუცხადეს, რამაზ ჩხიკვაძე მე-12 დღეა თვითიზოლაციაში იმყოფება და შესაბამისად კონტაქტები არ ჰქონია. მას კორონავირუსი განმეორებითი ტესტირების შემდეგ დაუდგინდა. შეგახსენებთ, რომ კორონავირუსი რამდენიმე დღის წინ ქუთაისის საკრებულოს წევრს, მერაბ კვიცარიძესაც დაუდასტურდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
გერმანიამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა პუტინს უკრაინაში ომის დასასრულებლად ხუთი პირობა წაუყენეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)