2020-10-21 15:47:27, 1053 ნახვა
რეგიონი
სოფელ თელადგორთან ადგილობრივი მნიშვნელობის მისასვლელი გზის მოასფალტების II ეტაპი გაგრძელდა
სოფელ თელადგორთან, ადგილობრივი მნიშვნელობის მისასვლელი გზის მოასფალტების I ეტაპის დასრულების შემდეგ სამუშაოების I I ეტაპი გაგრძელდა.
მშენებელი კომპანია შპს „გზები და კეთილმოწყობა“ გზაზე ასფალტის პირველ პირს აგებს. გზის საერთო სიგრძე 2 771 გრძივი მეტრია და მის რეაბილიტაციაზე 1 825 700 ლარი იხარჯება.
აღნიშნული გზა ამორტიზირებული, გადაადგილებისას არაკომფორტული და საფრთხის შემცველი იყო. ეს არის გზა - რომლითაც სამი სოფლის თელადგორის, ლავრისხევის და გომიჯვარის მოსახლეობა სარგებლობს. გზის რეაბილიტაცია-მოასფალტების შემდგომ, გადადგილება იქნება უსაფრთხო და კომფორტული. -აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა თამაზ ტატანაშვილმა.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),