11:36 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-21 15:23:28, 575 ნახვა

საზოგადოება
სოზარ სუბარი ეკომიგრანტ ოჯახებს შეხვდა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი და გურიის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი გია სალუქვაძე ლანჩხუთისა და ოზურგეთის რაიონის სოფლებში განსახლებულ ეკომიგრანტ ოჯახებს შეხვდნენ და მათთვის გადაცემული სახლები მოინახულეს.

როგორც „ექსპრესნიუსს“ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროდან აცნობეს, სამინისტროში მოქმედი პროექტის ფარგლებში, სტიქიით დაზარალებულ ოჯახებს, საშუალება ეძლევათ, 20000 ლარის ფარგლებში, საცხოვრებელი სახლი თავისი სურვილის მიხედვით საქართველოს ნებისმიერ რეგიონში მოიძიონ.

უწყების ინფორმაციით, კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, სამინისტრო ეკომიგრანტების მიერ შერჩეულ სახლებს, „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ დასკვნის საფუძველზე შეისყიდის.

სტიქიით დაზარალებული ოჯახების მიერ სახლების შერჩევა ხელს უწყობს განსახლების შემდგომ მათი ინტეგრაციის პროცესს. სამინისტროს მიერ შესყიდული სახლები სტიქიით დაზარალებულ ოჯახებს საკუთრებაში გადაეცემათ. 2012 წლიდან დღემდე გურიის რეგიონში ეკომიგრანტი ოჯახებისთვის შესყიდულია 11 სახლი, მიმდინარე წლის ბოლომდე საცხოვრებლით დაკმაყოფილდება კიდევ 7 ოჯახი. სულ საქართველოს მასშტაბით სამინისტრომ სახლი გადასცა 156 ეკომიგრანტ ოჯახს და წლის ბოლომდე უსაფრთხო გარემოში კიდევ 55 ოჯახი განსახლდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
PSP-ს კამპანიის „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - CLIO Awards-ის 2 ჯილდო მოიპოვა
პოლიციამ ძარცვის, ქურდობისა და კომპიუტერული მონაცემის ხელყოფის ბრალდებით ოთხი არასრულწლოვანი დააკავა
თბილისში, ბინაში უცხო ქვეყნის მოქალაქე მოკლა და მიიმალა - შსს-მ 1 პირი დააკავა
Premium Machinery Armenia ქართულ-სომხური ბიზნესასოციაციის პრეზენტაციაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics