|
2020-10-20 15:51:43, 475 ნახვა
კომენტარი
სალომე სამადაშვილი სადამკვირვებლო მისიაზე - მაქსიმალურად გამოვიყენოთ ადგილობრივი დამკვირვებლების რესურსი
ის, რომ ევროპარლამენტის დამკვირვებლები ვერ ჩამოდიან ადგილზე, არ ნიშნავს, რომ არ აკვირდებიან ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოადგილე სალომე სამადაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, 31 ოქტომბერს მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ადგილობრივი დამკვირვებლების რესურსი. „ის, რომ ევროპარლამენტის დამკვირვებლები პანდემიის გამო ვერ ჩამოდიან ადგილზე, არ ნიშნავს იმას, რომ ისინი არ აკვირდებიან ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს. დღეს მთავარია, რომ ჩვენ მაქსიმალურად გამოვიყენოთ ადგილობრივი დამკვირვებლების რესურსი და სწორედ მათ მიერ მოპოვებული ინფორმაცია იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი საერთაშორისი პარტნიორებისთვის. ყველას ესმის, რომ ეს არჩვენები არის გადამწყვეტი მნიშვნელობის ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის და ჩართულობა არის ძალიან აქტიური. შედეგები ხელისუფლებისთვის და ბიძინა ივანიშვილისთვის თუ ისინი ეცდებიან, რომ ხელი შეუშალონ ქართველი ხალხის თავისუფალი ნების გამოხატვას ამ არჩევნებზე, იქნება უმძიმესი“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)