|
2020-10-19 12:52:42, 1701 ნახვა
ომი უკრაინაში
ნათია მეზვრიშვილი - მიუხედავად შემთხევვების ზრდისა, მთავარობა წარმატებით მართავს ვირუსს
დღეს ჯანდაცვის სისტემა მზად არის იმისთვის, რომ ეპიდვითარება, რაც ქვეყანაში გვაქვს, ამას გაუძლოს, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, მიუხედავად ჯანდაცვის სისტემის მზაობისა, რესურსები ამოუწურავი არ არის და თითოეულმა მოქალაქემ პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინოს. „როდესაც ვსაუბრობთ სისტემის მზაობაზე, ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ჩვენ არ ვაწესებთ მკაცრ შეზღუდვებს და არ ვაცხადებთ საგანგებო მდგომარეობას და ეს არც იგეგმება. თუმცა აქვე ვამბობთ, რომ ჯანდაცვის რესურსები ამოუწურავი არ არის. დღეს იყო 919 შემთხვევა და ალბათ უახლოესი დღეების განმავლობაში შესაძლოა ეს ციფრი 1000-ს გადასცდეს. ამისთვისაც მზად არის დღეს ჯანდაცვის სისტემა, მაგრამ რესურსები ამოუწურავი არ არის და ამიტომ ვამბობთ, რომ პასუხისმგებლობა არის თითოეულ ჩვენგანზე. ეს არ არის მხოლოდ მთავრობის პასუხისმგებლობა მთავრობის პასუხისმგებლობა გახლავთ ვირუსის მართვა და ამას მთავრობა წარმატებით უმკლავდება, მიუხედავად შემთხვევების ზრდისა. მთავრობამ თავისი ვალდებულებები უნდა შეასრულოს, მაგრამ თავისი პასუხისმგებლობა უნდა შეასრულონ მოქალაქეებმა, ორგანიზაციებმა, ბიზნესმა. გვაქვს ორი არჩევანი - დავიცვათ წესები, ვირუსთან თანაცხოვრებას მივეჩვიოთ იმ პირობებში, როცა სისტემა ამისთვის მზად არის და მეორე - შემოვიღოთ მკაცრი შეზღუდვები. ამის რესურსი ქვეყანას არ გააჩნია, იმიტომ, რომ ჩვენი უმთავრესი მიზანი ადაპტაციის და მართვის ეტაპზე გახლავთ ეკონომიკის სწრაფი აღდგენა, რომელიც შეუძლებელი იქნება, თუ ჩვენ წესებს არ დავიცავთ", - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ახალგორელ თამაზ გოლოევს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
ბოჭორიშვილი - გვექნება შესაძლებლობა, ჰერჩინსკი ვიხილოთ საგარეო საქმეთა სამინისტროში
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)