10:54 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-18 13:45:20, 480 ნახვა

საზოგადოება
სახელმწიფოს ხელშეწყობით, ასპინძის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფელში მარწყვის პლანტაცია გაშენდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი შპს „თოკის აგროპროდუქტების" მეურნეობაში იმყოფებოდა, სადაც მარწყვის პლანტაციაში აგროტექნიკური სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო.

მარწყვის პლანტაცია, რომელიც ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ თოკში, ზღვის დონიდან 1640 მეტრზე მდებარეობს, ნიადაგურ-კლიმატური ფაქტორების შესაბამისადაა მოწყობილი და სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს.

როგორც გიორგი ხანიშვილმა აღნიშნა, მიმდინარე წელი უხვი მოსავლით გამოირჩევა; ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კოვიდის პანდემიის პირობებშიც კი , საქართველოში არ შეჩერებულა ფერმერების ხელშეწყობა.

კომპანიას მარწყვის პლანტაცია 2 ჰექტარზე აქვს გაშენებული; დამატებით მიმდინარეობს 1 ჰა-ზე ახალი პლანტაციის გაშენება. განხორციელებულმა ინვესტიციამ 500,000 ლარი, შეადგინა. მათ შორის 65,000 ლარი შეღავათიანი აგროკრედიტია. კომპანია სხვადასხვა საერთაშორისო დონორი ორგანიზაციის ბენეფიციარია. მარწყვის რეალიზება ბრენდის „მწვანე რესპუბლიკა“ სახელით ადგილობრივ ბაზარზე ხორციელდება. კომპანია მუდმივად 5, სეზონურად კი 30-მდე ადამიანს ასაქმებს. საშუალო მოსავლიანობამ ჰექტარზე 25 ტონამდე მარწყვი შეადგინა. კომპანია სანერგე მეურნეობასაც ფლობს, სადაც მარწყვის 50-მდე სხვადასხვა ჯიშია დაცული.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ფიშერი - ჩვენი უფლებამოსილების ვადა საქართველოში დასრულდა - მადლობა, ბედნიერად და Auf Wiedersehen
აშშ-ის საჰაერო ძალებმა წყნარ ოკეანეში B-2-დან გაშვებული LRASM რაკეტა გამოსცადეს
მოსკოვს კვლავ დრონებმა დაარტყეს, დაიბომბა ნოვოროსიისკის პორტიც
ვიტკოფი ირანთან მოლაპარაკებებისთვის კატარში გაფრინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics