|
2020-10-17 15:02:51, 572 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე - ტრაბახში ნუ ჩამომართმევთ, მაგრამ ერთადერთი ძალა, ვისაც შეუძლია, ყველა გამოწვევას ღირსეულად უპასუხოს, „ქართული ოცნებაა“
ტრაბახში ნუ ჩამომართმევთ, მაგრამ ერთადერთი პოლიტიკური ძალა, ვისაც რეალურად აქვს შესაძლებლობა, ყველა გამოწვევას ღირსეულად უპასუხოს, „ქართული ოცნებაა“, - ამის შესახებ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ მარტვილში, აბაშის, მარტვილის, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ალექსანდრე მოწერელიას წარდგენაზე სიტყვით გამოსვლაზე განაცხადა. მისი თქმით, 2012 წლიდან ხელისუფლებაში მოვიდა ძალა, ვისთვისაც ადამიანი და მასზე ზრუნვა მთავარი ამოსავალი წერტილია. „მოხარული ვარ, რომ დღეს ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ ულამაზეს მხარეში და ქალაქში ვიმყოფები, მუნიციპალიტეტში, რომელიც საკუთარი ბუნებით, ღირსშესანიშნაობებით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებითა და, რაღა თქმა უნდა - მარტვილის საოცარი კანიონით ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ სავიზიტო ბარათად იქცა. აქ, მარტვილის მუნიციპალიტეტში, განსაკუთრებული ღირსებისა და შეგნების ხალხი ცხოვრობს. პირადად ჩემთვის და დარწმუნებული ვარ, არაერთი ჩვენი თანამოქალაქისათვის, თქვენს დასახასიათებლად საქართველოს ეროვნული გმირის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ამბროსი ხელაიას სიტყვებიც კმარა, რომლითაც მან საბჭოთა ოკუპანტებს მიმართა - „ჩემი სული ღმერთს ეკუთვნის, ჩემი გული სამშობლოს, ჩემი გვამი კი თქვენთვის დამითმია, მტარვალებო!" ჩემთვის, ერთი რიგითი ქართველისთვის, ეს სიტყვები ყველაზე უკეთ აღწერს თქვენს ბუნებას და შეუდრეკელ ხასიათს, მითუმეტეს, კარგად ვიცი, თუ რა გაჭირვებისა და ძალმომრეობის ატანა გიწევდათ 2012 წლამდე, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლამდე. 2012 წლიდან, ჩვენს ქვეყანაში და რასაკვირველია მარტვილის მუნიციპალიტეტში, ბევრი რამ უკეთესობისკენ შეიცვალა და ხელისუფლებაში მოვიდა ძალა, ვისთვისაც ადამიანი და მასზე ზრუნვა მთავარი ამოსავალი წერტილია და ეს არის ჩვენი გუნდის ერთ-ერთი მთავარი ღირებულება. სოფლის მეურნეობის, ტურიზმის თუ სხვადასხვა სფეროს განვითარების მიმართულებით რეგიონში განხორციელდა და დღესაც ხორციელდება უამრავი პროექტი თუ პროგრამა, რაც საბოლოო ჯამში, ხელს უწყობს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და რა თქმა უნდა, ეს პროგრამები მომავალშიც გაგრძელდება. ყველაზე მთავარია, გამოვასწოროთ არსებული სოციალურ- ეკონომიკური მდგომარეობა. ასევე, ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა არის ოკუპირებული ტერიტორიები. პირდაპირ შემიძლია გითხრათ და არ ჩამომართვათ ეს ტრაბახში, ერთადერთი პოლიტიკური ძალა, ვისაც რეალურად აქვს შესაძლებლობა, რომ ყველა ამ გამოწვევას უპასუხოს ღირსეულად, გახლავთ „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველო". მინდა, გამარჯვებები და წარმატებები გისურვოთ. მჯერა და დარწმუნებული ვარ იმაში, რომ 31 ოქტომბერს ჩვენ ყველა ვიზეიმებთ გამარჯვებას, რასაც ქართული ოცნების წარმატება და ჩვენი ქვეყნის წარმატება ჰქვია“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ერთიანი ეროვნული გამოცდების დროს თბილისში ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნება
თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ აშშ-სა და ირანს შორის ტექნიკური მოლაპარაკებები მიმდინარეობს
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
უკრაინამ და შვედეთმა 16 Gripen E გამანადგურებლის შესყიდვის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)