23:04 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-17 13:04:33, 726 ნახვა

კომენტარი
ირაკლი ღარიბაშვილი: კარტოგრაფების საქმე კი არა, ეს არის სახელმწიფოს ღალატის საქმე

„კარტოგრაფების საქმე კი არა, ეს არის სახელმწიფოს ღალატის საქმე. ეს არის დავით გარეჯის საკითხი“, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართულ არხზე“ გადაცემაში „კიდობანი“ განაცხადა.

მან კომისიის მუშაობის სპეციფიკასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა:

„უწყებათაშორისი სახელმწიფო კომისია, რომელიც მეორე სახელმწიფოს კომისიასთან მუშაობს და აწარმოებს მოლაპარაკებებს იქმნება უმაღლესი ხელისუფალის მიერ. იმ შემთხვევაში იყო პრეზიდენტის მიერ შექმნილი, ჯერ კიდევ შევარდნაძის დროს, სააკაშვილმა შემდეგ განაახლა... კომისიამ შეათანხმა დაახლოებით 66% შეუთანხმებელი საზღვრის. მას შემდეგ, რაც 100% იქნება შეთანხმებული საზღვრების, ამის შემდეგ მიდის მთავრობაში, პრეზიდენტი აწერს ხელს და უგზავნის პარლამენტს, რომ მოახდინოს რატიფიცირება. მიდის აქ ხმაური, კომისიამ რა შეათანხმა, არაფერი შეთანხმებული არ არის... ეს არის ტყუილი, რადგან კომისიამ შეათანხმა, ვისთან? მეორე მხარესთან - აზერბაიჯანთან, ხელმოწერებით. ეს მოგონილი ხომ არ არის? აქედან გამომდინარე, ეს არის კიდევ ერთი მცდელობა, რომ ტყუილ-მართალი აურიონ, მცდარი დისკურსი შემოიტანონ საზოგადოებაში, ხალხი დააბნიონ, რომ რა რუკები, კარტოგრაფების საქმე. კარტოგრაფების საქმე კი არა, ეს არის სახელმწიფოს ღალატის საქმე. ეს არის დავით გარეჯის საკითხი“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics