00:14 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-17 11:12:21, 942 ნახვა

კომენტარი
კახა კალაძე „ენმ“-ს აქციაზე - გუშინდელი ფაქტი ძალიან დიდი უპასუხისმგებლობა იყო

თბილისის მერი კახა კალაძე გამოეხმაურა გუშინ ბათუმში გაერთიანებული ოპოზიციისა და „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ჩატარებულ აქციას და ფაქტს უპასუხისმგებლოს უწოდებს.

კალაძის თქმით, ერთ მხარეს არიან ხელისუფლება და ეპიდემიოლოგები, მეორე მხარე კი ოპოზიცია.

„გუშინ ფაქტი იყო ძალიან დიდი უპასუხისმგებლობა. მე მინდა გავიხსენო ვირუსის გავრცელების პირველი ტალღა, როცა მთელი მსოფლიო ებრძოდა ამ ვირუსს და მაშინ დავინახეთ, როცა ერთ მხარეს იყო მთავრობა, საზოგადოება, ეპიდემიოლოგები ,ვინც ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობდნენ. მეორე მხარეს იყვენენ ჩვენი ოპონენტები. რაც შეეხება მეორე ტალღას, ერთ მხარეს არიან ექიმები, ხელისუფლება და ეპიდემიოლოგები, ხოლო მეორე მხარეს ოპოზიცია“, - განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, გუშინ გაერთიანებულმა ოპოზიციამ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბათუმში აქცია ჩატარდა. აქციაზე დისტანცია დაცული არ იყო.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics