00:15 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-16 19:45:09, 895 ნახვა

კომენტარი
მეუფე გიორგი - დღევანდელი ხელისუფლებისთვის მეუფე გიორგი მარნეულში რატომღაც მიუღებელი აღმოჩნდა

„დღევანდელი ხელისუფლებისთვის მეუფე გიორგი მარნეულში რატომღაც მიუღებელი აღმოჩნდა“ , - ამის შესახებ მარენულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა მეუფე გიორგიმ განაცხადა.

მან ასევე მარნეულში განვითარებულ პროცესებში პასუხისმგებლობა ხელისუფლებას დააკისრა.

 „მოსახლეობაში დადიან და აგროვებენ ხელმოწერებს, მაგრამ მოტყუებით. ზოგს ეუბნებიან, რომ მეუფის დასახმარებლად გვინდა ხელმოწერა, ზოგს ეუბნებიან რომ ტრანსპორტის გამოყოფასთან დაკავშირებით, ზოგს ნარიმანოვის ძეგლის აღებისთვის უნდა ვითომ ხელმოწერები და ასე შეცდომაში შეჰყავთ.

პირდაპირ ვამბობ, სრული პასუხისმგებლობით, მთავარი მიზანი ის არის, რომ დღევანდელი ხელისუფლებისთვის მეუფე გიორგი მარნეულში რატომღაც მიუღებელი აღმოჩნდა.

რა თქმა უნდა, თქვენ ხომ იცით, რომ სუს-ის გარეშე დამლაგებელი რომ დამლაგებელია, ის არ ინიშნება და ახლა ოცნების შტაბში ასეთი მიზანმიმართულ ცილისმწამებლურ კამპანიას და ხელმოწერებს, პარტმუშაკები მარტო თავიანთი გადაწყვეტილებით ვერ გააკეთებდნენ. ამიტომ, კიდევ გავიმეორებ, რომ მარნეულში მიმდინარე პროცესებზე, თუნდაც ეკლესიასთან მიმართებით, მთელ პასუხისმგებლობას ვაკისრებ დღევანელ ხელისუფლებას“, - განაცხადა მეუფე გიორგიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics