00:34 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-15 17:27:44, 577 ნახვა

კომენტარი
ლევან დავითაშვილი: ფონდი „ქართუ“ ჩვენი მუდმივი პარტნიორი და მხარდამჭერია ძალიან ბევრ კარგ საქმეში

მთაწმინდის პარკში, ურბანული ტყის ლანდშაფტის აღდგენა-რეაბილიტაციის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა.

როგორც პრეზენტაციაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, პროექტი ქალაქში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს. პროექტი პირდაპირ თანხვედრაშია იმ პოლიტიკასთან, რომელიც მთავრობას გარემოსდაცვითი მიმართულებით, კერძოდ, ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კუთხით აქვს.

„ეს არის მულტიდისციპლინური პროექტი, რომელიც ურბანულ გარემოს თვისობრივად განაახლებს, ხარისხობრივად შეცვლის და გააუმჯობესებს. ჩვენი მიზანია, შევქმნათ შესაბამისი ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა, რომელიც მოსახლეობას აქტიური ცხოვრებისა და რეკრეაციის საშუალებას მისცემს. ურბანული ტყის ლანდშაფტის აღდგენა-რეაბილიტაციის პროექტი სხვადასხვა სახელმწიფო უწყების კოორდინირებული მუშაობის კარგი მაგალითია. პროექტის განხორციელებაც შეუძლებელი იქნებოდა, რომ არა ბატონი ბიძინა ივანიშვილის და „ფონდი ქართუს“ უპრეცედენტო დახმარება. ეს არის მრავალმილიონიანი ინვესტიცია, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში უნდა განხორციელდეს. „ფონდი ქართუ“ ჩვენი მუდმივი პარტნიორი და მხარდამჭერია ძალიან ბევრ კარგ საქმეში, რაც  არა მხოლოდ ზოგადი ინფრასტრუქტურის განვითარებასა და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებას უკავშირდება, არამედ ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებასაც. დაცულ ტერიტორიებზე ძალიან ბევრი ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა სწორედ „ფონდი ქართუს“ მხარდაჭერით განხორციელდა“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics