2020-10-15 13:56:54, 623 ნახვა
კომენტარი
პრემიერი - თუ ეკონომიკური კრიზისი გაღრმავდება, სოციალური დახმარების საკითხს განვიხილავთ
პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ თუ ეკონომიკური კრიზისი გაღრმავდება, სოციალური დახმარების საკითხს კვლავ განიხილავენ.
გახარიამ აღნიშნა, რომ ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ სახელმწიფოს მსგავსი სოციალური დახმარების პაკეტები აღარ დასჭირდეს.
„ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეკონომიკაში ჟანგბადი იყოს საკმარისი, სამუშაო ადგილების დაკარგვა შეჩერდეს და შემდეგ სწრაფად დავიწყოთ აღდგენა. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ სახელმწიფოს მსგავსი სოციალური დახმარების პაკეტები აღარ დასჭირდეს. თუმცა იმ შემთხვევაში თუ ჩვენ ვნახავთ რომ ეკონომიკური კრიზისი ღრმავდება ან გრძელდება, რა თქმა უნდა ამ საკითხს დავუბრუნდებით და განვიხილავთ“, - განაცხადა გახარიამ.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან