|
2020-10-15 11:43:50, 353 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით გორში ქათმის ფერმა აშენდა
„საქართველოს ბანკი“ რეგიონში არსებული ბიზნესების მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკთან თანამშრომლობით, გორის რაიონ სოფელ ვარიანში, ქათმის ფერმა აშენდა. 2813 კვ.მ.-ზე განთავსებული ფერმა საკმაოდ აქტიურად ოპერირებს. უკვე ხორციელდება კვერცხის რეალიზაცია. ფერმას ყავს 3800 ფრთა ქათამი, რომელიც დღეში 3600 ცალ კვერცხს აწარმოებს. პროექტის ჯამური ღირებულება 150 000 ლარია. ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიცია 75,000 ლარს შეადგენს. საწარმოში ამ ეტაპზე 5 ადამიანია დასაქმებული.
„საქართველოს ბანკისთვის ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერა ერთერთ უცვლელ პრიორიტეტად რჩება. მოხარული ვართ, რომ ჩვენი ჩართულობით კიდევ ერთი ადგილობრივი პროექტი განხორციელდა. გორის ქათმის ფერმა უკვე გახსნილია და პროდუქტის რეალიზაციაც აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ვფიქრობთ, მსგავსი პროექტების განხორციელება მნიშვნელოვნ როლს ითამაშებს როგორც ქართული ბიზნესების განითარებაში, ასევე ახალი სამუშაო ადგილების შექმნაში. ჩვენ არ ვჩერდებით და აქტიურად ვაგრძელებთ რეგიონში არსებული ბიზნესების მხარდაჭერას“,- განაცხადა მერაბ ახვლედიანმა, საქართველოს ბანკის საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა.
კობახიძე ამბობს, რომ დიუშენით დაავადებული ბავშვებისთვის არც 1 და არც 50 თეთრი არ ენანება, თუმცა ფარმაცევტულ მაფიაზე მტკიცებულებების გარეშე საუბრობს
მაკა ბოჭორიშვილი: უკრაინასთან ურთიერთობები ორმხრივი უნდა იყოს
ელენე ხოშტარია - მთელი გულით და გონებით მიხარია სომხეთის ასეთი გარღვევა
კობახიძემ ერევანში სააკაშვილი და ოპოზიციის ალიანსი გალანძღა
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)