08:08 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-12 15:54:06, 475 ნახვა

პოლიტიკა
დავით ბაქრაძე - ქვეყანას აზიანებს ორი ვირუსი, კოვიდი და „ქართული ოცნება“, 31 ოქტომბერს ორივე წარსულს უნდა ჩაბარდეს

დღეს ქვეყანას აზიანებს ორი ვირუსი, კოვიდი და „ქართული ოცნება“ და როგორც ბაქრაძე აღნიშნავს, ორივე მათგანი 31 ოქტომბერს წარსულს უნდა ჩაბარდეს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ეპიდსიტუაციის გაუარესებასთან ერთად, პარტია სრულად იცავს ყველა რეკომენდაციას, თუმცა იმის იმედი, რომ ქვეყანაში შეჩერდება პოლიტიკური აქტივობა, იმის იმედი, რომ ხალხი აღარ გამოხატავს საკუთარ პროტესტს, არ უნდა იყოს.

„რა თქმა უნდა, ჩვენ სრულად დავიცავთ იმ რეკომენდაციებს, რომელიც ექნებათ ექიმებს უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, რადგან ვუფრთხილდებით მოსახლეობის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს. მაგრამ იმის იმედი , რომ ქვეყანაში შეჩერდება პოლიტიკური აქტივობა, იმის იმედი, რომ ხალხი აღარ გამოხატავს საკუთარ პროტესტს და არჩევნებზე ვირუსის დახმარებით გაიმარჯვებს მეორე ვირუსი „ქართული ოცნება“, არ უნდა გვქონდეს. გაგრძელდება კამპანია, გაგრძელდება შეხვედრები და ვირუსს ამოფარებული, მეორე ვირუსი 31 ოქტომბერს ამ ქვეყანას მოსცილდება. ამიტომ ვირუსის და პანდემიის მხარეს ჩვენ არ ვდგევართ, ჩვენ ვებრძვით ქვეყანაში კოვიდსაც და „ქართულ ოცნებასაც“, ორ ვირუსს, რომელიც აზიანებს დღეს ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობას, ჯანმრთელობას და ნორმალურ ცხოვრებას. ამიტომ ჩვენ დავიცავთ ყველ რეკომენდაციას, ხოლო ხელისუფლება რომელიც ცდილობს ვირუსთან ერთად გამარტივებულად გაძვრეს არჩევნებზე და ხალხს პროტესტის გამოხატვის საშუალება მისცეს, დარწმუნებული ვარ, 31 ოქტომბერს კოვიდთან ერთად ჩაბარდება წარსულს“, - განაცხადა ბაქრაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ და შვედეთმა 16 Gripen E გამანადგურებლის შესყიდვის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი
ღალიბაფი: თუ აშშ უარს იტყვის დიალოგის გზით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე, ჩვენ ომისთვის მზად ვართ
დონალდ ტრამპის შესახებ ახალი წიგნი, გამოსვლიდან პირველივე კვირაში ბესტსელერი გახდა
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics