13:20 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-12 14:38:44, 538 ნახვა

საზოგადოება
თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესი განახლდა

დედაქალაქის საჯარო ბაგა-ბაღებში ახალი, 2020-2021 სააღმზრდელო წელი დაიწყო. თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე სააღმზრდელო პროცესის წარმართვას დიდუბის რაიონში მდებარე N93 და N102 საბავშვო ბაღებში გაეცნო, სადაც დღეს აღსაზრდელების პირველი ნაკადი ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი რეგულაციების შესაბამისად მიიღეს.

„მინდა, ყველა პატარას მივულოცო სააღმზრდელო პროცესის დაწყება, განსაკუთრებით კი N93 და N102 ბაღების აღსაზრდელებს, რადგან მათ სრულიად განსხვავებულ, თანამედროვე და ადაპტირებულ გარემოში მოუწევთ სკოლამდელი განათლების მიღება. მართალია, პანდემიის გამო, ბავშვების მიღება განსხვავებული წესებითა და ფორმატით გვიწევს, მაგრამ ეს უპირველესყოვლისა, სწორედ ჩვენი პატარების ჯანმრთელობის უსაფრთხოებისთვის არის აუცილებელი“, - განაცხადა კახაბერ გვანცელაძემ.

N102 და N93 საბავშვო ბაღების მშენებლობა გასულ წელს დაიწყო. სკოლამდელი დაწესებულებები ათჯგუფიანია და 300-მდე აღსაზრდელზეა გათვლილი. შენობები ადაპტირებულია შშმ პირთათვის და აღჭურვილია ბავშვთა უსაფრთხოებისთვის სავალდებულო საერთაშორისო და ადგილობრივი სტანდარტების შესაბამისად; დამონტაჟებულია უსაფრთხოების ბადეები, ვიდეოსამეთვალყურეო სისტემები, სახანძრო უსაფრთხოების სისტემები, ლიფტი შშმ პირთათვის და საევაკუაციო კიბეები; ბაღს აქვს გამწვანებული ეზო და თანამედროვე სათამაშო სივრცეები.

დედაქალაქში ამჟამად, 183 ბაგა-ბაღი ფუნქციონირებს, სადაც 61 000-მდე აღსაზრდელია რეგისტრირებული.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ნინო ნადირაძე ხოშტარიას ვივა-მედში გადაყვანაზე: კიდე კაი, შაბათ-კვირა შემარგეს
პაპუაშვილი: გეოპოლიტიკური თამაშები აღრმავებს უფსკრულს ელიტებსა და ხალხს შორის
მონაკოში მომხდარი აფეთქების შედეგად უკრაინელი ოლიგარქი და მისი ცოლი მძიმედ დაშავდნენ
SJC: ევროპულმა სასამართლომ FARA-სა და გრანტების კანონთან დაკავშირებით საჩივრის არსებითი განხილვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics