|
2020-10-12 14:32:19, 510 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკი“ აგროსექტორის მხარდაჭერას განაგრძობს
„საქართველოს ბანკი“ აგროსექტორის წახალისებას განაგრძობს. ამჯერად ბანკის და კოოპერატივი „ხუცუბნის აგრო-სამრეწველო კომბინატი“ -ს თანამშრომლობით ქალაქ ქობულეთის დაბა ოჩხამურში 1,5 ჰა-ზე მოცვის კიდევ ერთი პლანტაცია გაშენდა. პროექტის განსახორციელებლად ბანკმა 160,000 ლარის ოდენობის ინვესტიცია გამოყო. ფინანსური რესურსი მოხმარდა შენობის კეთილმოწყობას, წყლის სისტემის მოწესრიგებასა და მიწის დამუშავებას. ასევე, ბიზნესის მხარდაჭერისთვის, სამაცივრე მეურნეობის მოსაწყობად, ბანკის მხრიდან 20 000 ლარი გამოიყო. კომბინატს 9-10 ტონამდე მოსავალი მოჰყავს. შავი მოცვი რეალიზაცია ხდება როგორც ადგილობრივ, ისე საექსპორტო ბაზრებზე. პროექტის ჯამური ინვესტიცია 300 000 ლარია.
„მოხარული ვართ, რომ საქართველოს ბანკის და „კოოპერატივი ხუცუბნის აგრო-სამრეწველო კომბინატი“ -ს პარტნიორობით ქალაქ ქობულეთში მოცვის პლანტაციები გაშენდა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ადგილობრივი ბიზნესების წახალისება და სწორედ იმ პროექტების მხარდაჭერა, რომლებიც ხელს უწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. ჩვენ ვაგრძელებთ მსგავსი ინიციატივების მხარდაჭერას, რათა ბიზნესები კიდევ უფრო განვითარდნენ და საკუთარი წვლილი შეიტანონ რეგიონის ეკონომიკურ გაძლიერებაში“, -განაცხადა მერაბ ახვლედიანმა, საქართველოს ბანკის საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა.
კობახიძე ამბობს, რომ დიუშენით დაავადებული ბავშვებისთვის არც 1 და არც 50 თეთრი არ ენანება, თუმცა ფარმაცევტულ მაფიაზე მტკიცებულებების გარეშე საუბრობს
მაკა ბოჭორიშვილი: უკრაინასთან ურთიერთობები ორმხრივი უნდა იყოს
ელენე ხოშტარია - მთელი გულით და გონებით მიხარია სომხეთის ასეთი გარღვევა
კობახიძემ ერევანში სააკაშვილი და ოპოზიციის ალიანსი გალანძღა
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)