06:56 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-09 18:01:20, 613 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტი: საქართველოში ვნახეთ ნდობის სამკუთხედი - თავდადებული ექიმები, მოქნილი ხელისუფლება და პასუხისმგებლიანი საზოგადოება

საქართველოში ვნახეთ ნდობის სამკუთხედი - თავდადებული ექიმები, მოქნილი ხელისუფლება და მაღალი პასუხისმგებლობის მქონე საზოგადოება, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, რაც ამ დრომდე COVID-19-მა გვასწავლა არის ის, რომ საჭიროა, ერთობლივი ძალისხმევა, სოლიდარობა და სოციალური პასუხისმგებლობა.

„რაც ამ დრომდე COVID-19-მა გვასწავლა არის ის, რომ საჭიროა, ერთობლივი ძალისხმევა, სოლიდარობა და სოციალური პასუხისმგებლობა, რათა გადავლახოთ მსოფლიოში არსებული ყველაზე რთული გამოწვევები. მათთან მარტო გამკლავების ძალა არავის შესწევს.

საქართველოში ჩვენ ასევე ვნახეთ, ის რასაც მე ნდობის სამკუთხედს ვუწოდებ - თავდადებული ექიმები, მოქნილი ხელისუფლება და მაღალი პასუხისმგებლობის მქონე საზოგადოება, რომლებსაც ერთმანეთის სჯეროდათ, ერთად მუშაობდნენ და სწრაფად ასრულებდნენ რეკომენდაციებს, რამაც განაპირობა ჩვენი თავდაპირველი წარმატება”, -განაცხადა პრეზიდენტმა.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics