06:53 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-09 16:54:44, 528 ნახვა

პოლიტიკა
კახა კალაძე - ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც შეუძლია ყველა გამოწვევას ღირსეულად უპასუხოს, „ქართული ოცნებაა“

ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც შეუძლია ყველა გამოწვევას ღირსეულად უპასუხოს, „ქართული ოცნებაა“, - ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ლენტეხში, ამბროლაურის, ონის, ცაგერის, მესტიისა და ლენტეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გოჩა ენუქიძის წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მმართველ პარტიას ბოლო წლების განმავლობაში წინგადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯები აქვს.

„2012 წლიდან, „ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან, სახელმწიფო ზოგადად რეგიონებზე და კონკრეტულად, თითოეული მუნიციპალიტეტის საჭიროებებზე მორგებულ პროექტებსა და პროგრამებს ახორციელებს. ამიტომაცაა, რომ თქვენს მუნიციპალიტეტშიც, პრაქტიკულად ყველა მიმართულებით გვაქვს წინსვლა.

მიუხედავად ამისა, კარგად მესმის, რომ ეს საკმარისი არ არის, რადგან ჩვენ წინაშე კვლავ დიდი გამოწვევებია, რათა სახელმწიფო პროექტების სიკეთე და ეკონომიკური სარგებელი თითოეულმა თქვენგანმა საკუთარ თავზე იგრძნოს.

მტკიცედ მწამს, რომ ერთად დგომით, „ქართული ოცნების" ხელისუფლებისა და თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლიანი ნაბიჯებით, ყველაფერს შევძლებთ, ყველა გამოწვევას დავძლევთ და დასახულ მიზნებსაც აუცილებლად მივაღწევთ“, - განაცხადა კალაძემ.

როგორც მან ხაზგასმით აღნიშნა, ხალხის მხარდაჭერა მათთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა და არა თვითკმაყოფილების საფუძველი.

„გარწმუნებთ, რომ „ქართული ოცნების" ერთიანი პოლიტიკური გუნდი, ჩვენ მიერ თქვენს მუნიციპალიტეტში წარდგენილ მაჟორიტარობის კანდიდატთან ერთად, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამ მაღალ ნდობას ხალხისა და ქვეყნის ინტერესებზე ორიენტირებული, ეფექტიანი ნაბიჯებით ვუპასუხოთ.

საუბრის დასაწყისში ვახსენე და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ბოლო წლების განმავლობაში წინგადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯები გვაქვს. შეიძლება ავიღოთ განათლება, ჯანდაცვა, სოფლის მეურნეობა, სახელმწიფოსთან არსებული შესაბამისი პროგრამები, რომ ხელი შევუწყოთ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას. ძალიან ბევრმა ადამიანმა ისარგებლა ამ პროგრამებით, მაგრამ მინდა გავიმეორო, რომ ჩვენ არ ვართ მიცემული თვითკმაყოფილებას, გვესმის ის გამოწვევები და პრობლემები, რომლებიც მუნიციპალიტეტში აუცილებლად მოსაგვარებელია.

დარწმუნებული ვარ, რომ ერთიანი ძალისხმევით ყველაფერი შესაძლებელია. ჩვენ წინ გველოდება ძალიან საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვანი არჩევნები, რომელიც 31 ოქტომბერს გაიმართება. დარწმუნებული ვარ, თქვენი მხარდაჭერით, თანადგომით, როგორც ეს გასული წლების განმავლობაში ხდებოდა, ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ და ეს არ იქნება მხოლოდ ჩვენი წარმოდგენილი კანდიდატის გამარჯვება ან თუნდაც, ჩვენი პარტიის გამარჯვება. ეს იქნება ჩვენი ქვეყნის გამარჯვება, იმიტომ, რომ დღეს, ყველაზე მეტად, ჩვენს ქვეყანას სჭირდება სიმშვიდე, მშვიდობა, სტაბილურობა და ქვეყნის ეკონომიკური განვითარება. ერთადერთი პოლიტიკური ძალა სწორედ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოა", რომელსაც რეალურად შესწევს ძალა იმისა, რომ ყველა გამოწვევას და პრობლემას, რომელიც ქვეყანაშია, ღირსეულად უპასუხოს“, - განაცხადა კალაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics