06:29 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-09 13:32:59, 789 ნახვა

რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე: აჭარაში დღეს 250 პირი გამოჯანმრთელდა და ჯამში გვყავს 3000-ზე მეტი გამოჯანმრთელებული

აჭარაში კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ოპერატიული შტაბის სხდომის შემდგომ რეგიონში შექმნილ ეპიდვითარებასთან დაკავშირებით კომენტარები გაკეთდა.

„ეპიდემია აჭარაში იმართება სტაბილურად და ამაზე მეტყველებს დაინფიცირების შემთხვევების თანმიმდევრული კლება და ამავე დროს მნიშვნელოვანია, რომ  გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება, დღეს ეს რიცხვი შეადგენს 250 გამოჯანმრთელებულს, და ჯამში აჭარაში გვყავს 3000-ზე მეტი გამოჯანმრთელებული.

ამის პარალელურად, იცით რომ ხორციელდება და გრძელდება მიზნობრივი ტესტირება, ბოლო ორი დღის განმავლობაში აჭარაში უკვე გაკეთდა 2000-ზე მეტი ტესტი, და რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ჩვენ დავუბრუნდით 24 საათიან რეჟიმს, როგორც ტესტის აღების, ასევე პასუხების მიწოდების მხრივ“, - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარაში მოხუცთა სახლის და გერიატრიული თავშესაფრის 28 ბენეფიციარი გამოჯანმრთელდა.

რეგიონში აქტიურად მიმდინარეობს მიზნობრივი ტესტირება. აჭარაში მუდმივად არის მობილიზებული საწოლფონდი და თავისუფალი საწოლების რაოდენობა 100 შეადგენს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics