04:00 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-09 13:28:16, 717 ნახვა

რეგიონი
შრომის ინსპექტირების ჯგუფმა ქუთაისში 5 სავაჭრო მოლი დააჯარიმა

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი ბექა ფერაძე ქუთაისში საზედამხედველო  უწყების წარმომადგენლებს შეხვდა. მხარეებმა იმერეთის  რეგიონში არსებული ვითარება და ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შემუშავებული რეკომენდაციების აღსრულება განიხილეს.

შრომის ინსპექტირების ჯგუფმა ქუთაისში 5  სავაჭრო მოლი დააჯარიმა. მიზეზი  ახალი რეგულაციების შეუსრულებლობაა. გარდა ამისა,  შემოწმების შედეგად უსაფრთხოების სტანდარტების დაუცველობის გამო  გაფრთხილება მიეცა  აგრარულ ბაზრებსა და ბაზრობებს.

„ქალაქ ქუთაისში, მონიტორინგის ფარგლებში ინსპექტირების პროცესი გრძელდება. შევამოწმეთ სავაჭრო მოლები, სადაც დარღვევები დაფიქსირდა. ადგილზე არ ხორციელდება სადეზინფექციო სამუშაოები, არ ხდება ტემპერატურის სკრინინგი. სწორედ ამიტომ , 5 სავაჭრო ობიექტი დავაჯარიმეთ. მონიტორინგი გრძელდება ბაზრების ტერიტორიაზეც. ჩვენ ვაძლევთ გაფრთხილებებს და მოქალაქეებს , რეკომენდაციების დაცვისკენ მოვუწოდებთ“, - განაცხადა ბექა ფერაძემ.

შრომის ინსპექცია მოქალაქეებს და ბიზნეს სექტორს იმ რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს, რომელიც ბიზნესის აქტიური მხარდაჭერითაა შემუშავებული  . შეხვედრას  შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი , იმერეთის გუბერნატორის მოადგილე, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე და იმერეთის რეგიონის უფროსი ესწრებოდნენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
iFact: სანქცირებული ტანკერის ტვირთი ყულევის პორტში ჩავიდა
პარლამენტმა სახელმწიფო ქონება იმპორტზე აქციზის გადასახადისგან გაათავისუფლა
რუსეთმა შეერთებულ შტატებს ევროპიდან ყველა ბირთვული იარაღის გაყვანა მოსთხოვა
პუტინის ბირთვული მუქარის შემდეგ ნატოს ქვეყნებმა რეკორდული ტემპით ჩადეს ინვესტიციები ბირთვულ იარაღში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics